გიორგი სოსიაშვილი: ვფიქრობ, საქართველოს წინააღმდეგ არსებული შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი სწორედ ჩვენს საზოგადოებაში სიძულვილის ენის დამკვიდრება უნდა ყოფილიყო, რათა ადამიანი ადამიანს მხოლოდ გინებით, ბულინგით დალაპარაკებოდა
ვფიქრობ, საქართველოს წინააღმდეგ არსებული შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი სწორედ ჩვენს საზოგადოებაში სიძულვილის ენის დამკვიდრება უნდა ყოფილიყო, ასევე პოლარიზაცია და რადიკალიზაცია, რათა მათი გათვლებით, ადამიანი ადამიანს მხოლოდ გინებით, ბულინგით უნდა დალაპარაკებოდა, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.
მან კომენტარი გააკეთა ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომ სიძულვილის ენის გამოყენებაზე მონიტორინგი 1 ივნისიდან განახორციელოს.
მისივე თქმით, როგორც არ უნდა ეთანხმებოდა ადამიანს განსხვავებული აზრის გამო, დაუშვებელია მისი ლანძღვა.
„ხშირად გავიგონებთ-ხოლმე, ადამიანს სოციალურ ქსელში შესვლა აღარ უნდა. რატომ ხდება? საიდან ხდება? ვისგან? ხომ შეიძლება ამას პასუხი მარტივად გაეცეს?! - ხდება ამ ფაშისტებისგან, რომლებიც საზოგადოებაში სიძულვილის ენას თესავენ და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა დებატების მნიშვნელობას, რომლის დამკვიდრება პრემიერის სურვილი იყო.
„უნდა ვიკამათოთ ჩვენ და ამ კამათში დაიბადება ჭეშმარიტება, თუ როგორ უნდა ავაშენოთ უკეთესი საქართველო და არა ლანძღვაში, გინებაში და გამუდმებით ერთმანეთის ბულინგსა და ცილისწამებაში“, - განაცხადა სოსიაშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას თითოეული მოქალაქე როგორც ფიზიკური, ასევე მორალური წნეხისა და ტერორისგან.
1780141402
ახალი ამბებიპოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ისანი-სამგორის რაიონში გზის ცალკეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში გზის ცალკეულ მონაკვეთებზე საავტ...
1780138856
საზოგადოებაჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი დაკავებული „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრი“-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძეა
ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი დაკავებული „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრი“-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძეა. ინფორმაცია „ქრონიკას“ სუს-მა დაუდასტურა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა...
1780138351
საზოგადოებაცოტნე ივანიშვილი: ახალგაზრდული ორგანიზაცია შუამდგომლობას გაუწევს თითოეულ პროექტს და ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ქვეყნის განვითარებით აუცილებლად მჯერა, რომ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული ქვეყანა
ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი არის „ფესვები“ და არ შემიძლია მის დასასრულზე ცხარე ცრემლით არ ვიტი...
1780135197
მსოფლიოსკოტ ბესენტმა ირანისთვის სანქციების შემსუბუქება დაუშვა
აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა დაუშვა, რომ ამერიკულმა მხარემ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეამსუბუქოს. თუმცა აღნიშნული გარკვეულ გარემოებებთან იქნება დაკავშირებული. ბესენტს, რომელიც რე...
1780131653
საზოგადოებავარლამ ლიპარტელიანი: ჩვენ არ შემოვიფარგლებით თბილისის დასკვნითი შეხვედრით და აუცილებლად გავაგრძელებთ ახალგაზრდებთან კომუნიკაციას
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა კონფერენციის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა და ხაზი გაუსვა სიღნაღში შეკრებილი ახალგაზრდების სიმრავლეს. მანვე აღნიშნა, რომ მხ...



























