ცოტნე ივანიშვილი: ახალგაზრდული ორგანიზაცია შუამდგომლობას გაუწევს თითოეულ პროექტს და ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ქვეყნის განვითარებით აუცილებლად მჯერა, რომ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული ქვეყანა

ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი არის „ფესვები“ და არ შემიძლია მის დასასრულზე ცხარე ცრემლით არ ვიტირო, იმდენად მართლა კარგად ჩანს, თუ რამდენად ძვირფასი არის თითოეული ჩვენგანისთვის ჩვენი საყვარელი სამშობლო, - განაცხადა "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა სიღნაღში, ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ახალგაზრდების მიერ ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად.

ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, ერთობლივი ძალისხმევითა და ქვეყნის განვითარებით მიიღწევა შედეგი - საქართველოს იმდენად გაძლიერება, რომ საზოგადოებას აღარ უჩნდებოდეს ქვეყნის დატოვების სურვილი.

„ასეთი ტიპის გამოწვევა არსებობს, მეც პირადად, მეგობრებისგანაც მსმენია მსგავსი მოსაზრებები, გამოწვევები, დილემა. მე მგონი, ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი არის „ფესვები“ და არ შემიძლია მის დასასრულზე ცხარე ცრემლით არ ვიტირო, იმდენად მართლა კარგად ჩანს, თუ რამდენად ძვირფასი არის თითოეული ჩვენგანისთვის ჩვენი საყვარელი სამშობლო. სიმბოლურია, რომ თვითონ სიტყვა „სამშობლოც“ სხვა არცერთ ენაზე კარგად არ ითარგმნება, ეს მშობლიური დატვირთვა, ყოველ შემთხვევაში, ინგლისურად, ფრანგულად არ მოსდევს იმავენაირი სიმბოლური სიღრმე, რომელიც თვითონ სიტყვა „სამშობლოში“ ჩანს, ის პირდაპირი კავშირი სიტყვა „მშობელთან“.

კონკრეტულად ამ გამოწვევას რაც შეეხება, მაგალითად დღევანდელი შეხვედრაც შეიძლება იყოს გარკვეული ტიპის პასუხი ამასთან დაკავშირებით. ცხადია, რომ ბევრი პრობლემის გადაჭრა მოითხოვს დროს, მოითხოვს მდგრად სიტუაციას ქვეყანაში, აუცილებელი ფაქტორი ამისთვის არის მშვიდობა, მაგრამ დღეს რამდენი საინტერესო პროექტი მოვისმინეთ, რამდენი საინტერესო იდეა, აკადემიური, კულტურული კუთხით, დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდული ორგანიზაცია შუამდგომლობას გაუწევს თითოეულ პროექტს, ეცდება, რომ დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს თითოეულ ახალგაზრდას და ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ქვეყნის განვითარებით აუცილებლად მჯერა მე, რომ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს ძალიან მკაფიოდ წელში გამართული ქვეყანა და პირიქით, არ არსებობდეს ის მომენტი, ის [ქვეყნიდან] წასვლის სურვილი, რომელიც თქვენ ახსენეთ. რა თქმა უნდა, დრო სჭირდება ბევრ რამეს, დრო სჭირდება ბევრ პროექტს, მაგრამ ამისთვის ესენციალური და ფუნდამენტური არის სტაბილური მდგომარეობა, მშვიდობა ქვეყანაში, რომელიც მადლობა ღმერთს გვაქვს და თავისთავად ვეცდებით, ახალგაზრდული ორგანიზაცია ეცდება, მეც პირადადაც თუ რამე შემიძლია რომ თქვენს იდეებთან და პროექტებთან დაკავშირებით გვერდში დაგიდგეთ და ვეცადოთ, რომ ყველა კარი იდეა და მოსაზრება განვახორციელოთ,“- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780124922

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის...

დაკავება

1780123936

ახალი ამბები

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კაცი დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარების...

პოლიცია პატრული

1780122422

საზოგადოება

დავით სონღულაშვილმა და ნინო ლაცაბიძემ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ქალაქ რუსთავის მერიას შორის რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი გარ...

დავით სონღულაშვილ

1780121341

საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბათუმში იშვიათი დაავადებების მართვის საკითხებზე სამედიცინო საზოგადოებასა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან ერთად, ბათუმში იშვიათი...

მიხეილ სარჯველაძ

1780120830

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 30 მაისს საქართველოში

30 მაისს ქუთაისში დღისით +20 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე ნალექიანი იქნება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა...

ამინდი პროგნოზი