გიორგი სოსიაშვილი რადიკალებზე: თავის დროზე, ძალიან დიდი ფული იშოვეს ქართველი ხალხის გაყიდვის ხარჯზე. საკუთარი სამშობლო მათ ბიზნესპროექტად ჰქონდათ გადაქცეული
თავის დროზე, მათ ძალიან დიდი ფული იშოვეს ქართველი ხალხის ხარჯზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა რადიკალებზე.
სოსიაშვილის თქმით, საკუთარი სამშობლო მათ ბიზნესპროექტად ჰქონდათ გადაქცეული.
„ძალიან დიდი ქონება დააგროვეს, ეს ფული იშოვეს ქართველი ხალხის გაყიდვის ხარჯზე. ჩვენი ქვეყნის ღალატის, საკუთარი სამშობლოს ტერიტორიების მტრისთვის ჩაბარების ხარჯზე. ასეთი უამრავი სიბინძურე გააკეთეს. ახლა, ბუნებრივია, მათ სურვილი აქვთ ამ სცენარებში ისევ ისე იყვნენ, როგორც მოქმედი პირები. არ დაკარგონ მათ თავიანთი მნიშვნელობა, ფუნქცია გარე პატრონებთან და რასაკვირველია, ამის გამო ხდება წამოძახებები, ცოდვების ერთმანეთზე. უნდათ, რომ საკუთარ თავზე უფრო მეტი ქულები მიიწერონ და გარე პატრონების წარმოსახვაში წარმოჩინდნენ როგორც საქმის მკეთებლები“, - აღნიშნა მან.
გიორგი სოსიაშვილის თქმითვე, რადიკალები დაცლილები არიან ყოველგვარი ძალისგან.
„მორალზე და ზნეობაზე ლაპარაკი აღარ მაქვს, მაგრამ საზოგადოებამაც უკვე დაინახა, კაციშვილი აღარავინ გამოდის. ხედავენ, რომ ესენი არიან ჩვეულებრივი, ქართველი ხალხის ხარჯზე გამდიდრებული თაღლითები, ქვეყნის უფსკრულში გადამჩეხი ხალხი“, - განაცხადა მან.
1780138351
საზოგადოებაცოტნე ივანიშვილი: ახალგაზრდული ორგანიზაცია შუამდგომლობას გაუწევს თითოეულ პროექტს და ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ქვეყნის განვითარებით აუცილებლად მჯერა, რომ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული ქვეყანა
ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი არის „ფესვები“ და არ შემიძლია მის დასასრულზე ცხარე ცრემლით არ ვიტი...
1780135197
მსოფლიოსკოტ ბესენტმა ირანისთვის სანქციების შემსუბუქება დაუშვა
აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა დაუშვა, რომ ამერიკულმა მხარემ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეამსუბუქოს. თუმცა აღნიშნული გარკვეულ გარემოებებთან იქნება დაკავშირებული. ბესენტს, რომელიც რე...
1780131653
საზოგადოებავარლამ ლიპარტელიანი: ჩვენ არ შემოვიფარგლებით თბილისის დასკვნითი შეხვედრით და აუცილებლად გავაგრძელებთ ახალგაზრდებთან კომუნიკაციას
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა კონფერენციის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა და ხაზი გაუსვა სიღნაღში შეკრებილი ახალგაზრდების სიმრავლეს. მანვე აღნიშნა, რომ მხ...
1780130539
საზოგადოება„ქრონიკის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძეა
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძეა. ინფორმაცია „ქრონიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუდასტურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტა...
1780128582
ახალი ამბებისუსმა ჯაშუშობის ბრალდებით ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ჯაშუშობის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურ...



























