გიორგი ვოლსკი ALDE-ს რეზოლუციაზე: არსებობს მხოლოდ ერთი მიზანი, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდნენ ადამიანები, ვინც პირდაპირ თავისი ქმედებებით დაპირისპირებული არიან ევროპულ სტანდარტებთან
არსებობს მხოლოდ ერთი მიზანი, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდნენ ადამიანები, ვინც პირდაპირ თავისი ქმედებებით დაპირისპირებული არიან ევროპულ სტანდარტებთან, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ALDE-ს რეზოლუციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ევროპის საგარეო საქმეთა მიმართულების ხელმძღვანელი კაია კალასი, ოჯახით მილიონობით შემოსავალს იღებდა რუსეთში ნაკეთები ბიზნესიდან.
„კაია კალასმა გამოაცხადა, რომ არ იცოდა მისი ქმარი რუსეთში ბიზნესით თუ იყო დაკავებული. მისმა ქმარმა თქვა, რომ არ ვიცოდი, თუ ეს აკრძალული იყოო. ეს ადამიანი დღეს საგარეო კურსს ხელმძღვანელობს.
არ ამბობენ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაიქცა რევოლუციურ კომიტეტად. წლების განმავლობაში ფაქტობრივი მასალა დაგროვდა, რომ ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ვისაუბროთ იმაზე, რომ დესტაბილიზაცია იყო ამოცანა და რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსვლა. ეს ფაქტები მათთვის არანაირი მნიშვნელობის მატარებელი არ არის“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ომში საქართველოს ჩართვის გეგმაზეც ისაუბრა.
„უშველებელი გეგმაა, რომელიც გულისხმობს სწორედ ისეთი ხელისუფლების მოყვანას ქვეყნის სათავეში, რომელიც განახორციელებს იმ გეგმას, რომელზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ. ყველა მასალა ამასთან დაკავშირებით, რომ რევოლუციის მცდელობა იყო, ცეცხლი ენთო თბილისის ქუჩებში, პარლამენტის აღება იყო გეგმაში, პრეზიდენტის სასახლეზე შეტევა და ა.შ.“ - დასძინა გიორგი ვოლსკიმ.
ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა (ALDE) 25 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ პარტიულ კონგრესზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც „გმობს გაყალბებულ არჩევნებს“ საქართველოში და მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს ევროკავშირს.
1762104784
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიის დამოკიდებულებაზე: დღეს არის ორი მოცემულობა - ფაქტებზე დაყრდნობილი და აღქმების თეორიაზე დაფუძნებული. რამდენიმე წლის წინ შეიძლება აღქმებით ფონს გასულიყვნენ, მაგრამ საზოგადოება თეთრზე შავს აღარ იჯერებს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებით ევროპაში ორი მოცემულობაა - ფაქტებზე დაყრდნობილი და აღქმების თეორიაზე დაფუძნებული. „რა...
1762102884
მსოფლიოტიერი მარიანი: ძალიან დრამატული ვითარებაა, სახეზეა აშკარა ორპირობა, ყველა ცდილობს რუსული ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის შესყიდვას მესამე სახელმწიფოს გავლით
ძალიან დრამატული ვითარებაა, სახეზეა აშკარა ორპირობა, ყველა ცდილობს რუსული ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის შესყიდვას მესამე სახელმწიფოს გავლით, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპარლამენტარმა ტიერ...
1762100934
მსოფლიოსაქართველო-სომხეთის საზღვრიდან ოთხ კილომეტრში მიწისძვრა მოხდა, ბიძგები საქართველოს ტერიტორიაზეც იგრძნობოდა
სომხეთში, საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვ...
1762099645
საზოგადოებამასუდ პეზეშკიანის თქმით, თეირანი საკუთარ ბირთვულ ობიექტებს უფრო მეტი ძალით აღადგენს
„თეირანი საკუთარ ბირთვულ ობიექტებს უფრო დიდი ძალით აღადგენს“, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ირანის სახელმწიფო მედიას განუცხადა. პეზეშკიანმა ბირთვული ობიექტების აღდგენის შესახებ ქ...
1762097431
საზოგადოებამეუფე შიო: დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო
დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სუ...


























