ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიის დამოკიდებულებაზე: დღეს არის ორი მოცემულობა - ფაქტებზე დაყრდნობილი და აღქმების თეორიაზე დაფუძნებული. რამდენიმე წლის წინ შეიძლება აღქმებით ფონს გასულიყვნენ, მაგრამ საზოგადოება თეთრზე შავს აღარ იჯერებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებით ევროპაში ორი მოცემულობაა - ფაქტებზე დაყრდნობილი და აღქმების თეორიაზე დაფუძნებული.

„რამდენიმე კვირის წინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საქართველო ტოპ 20 ქვეყანას შორის არის აბსოლუტურად ყველა რეიტინგში, რაც დემოკრატიას ეხება. ცალკე მადლობას ვიღებთ იმისთვის, რომ გამჭვირვალედ ვმუშაობთ, რათა საქართველო რუსეთისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ქვეყანა არ იყოს.

დღეს არის ორი მოცემულობა - ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობილი და მეორე - აღქმების თეორიაზე დაფუძნებული. რამდენიმე წლის წინ შეიძლება აღქმებით ფონს გასულიყვნენ და მოსახლეობა შეცდომაში შეეყვანათ, მაგრამ ბოლო წლებში საზოგადოებამ დააგროვა გამოცდილება და თეთრზე შავს რომ ამბობენ, აღარ იჯერებენ“, - განაცხადა მაჭავარიანმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით წარმოებული კამპანიის ავტორებმა ვერ შეძლეს დარღვევების მტკიცებულებების წარმოდგენა.

„მაშინ, როდესაც შარშან ისტერია იყო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ერთი მტკიცებულებაც ვერავინ წარმოადგინა. ეს რაღაც ზღაპრები 400 000 გაყალბებულ ხმაზე, 100 000 პირადობაჩამორთმეულ ადამიანზე და ასე შემდეგ, არაფერი ეს ეუთო/ოდირის ანგარიშში არ მოხვედრილა. ამ ანგარიშში ხაზგასმული იყო არჩევნების კონკურენტულობა, რომ ყველას ჰქონდა საშუალება, საარჩევნო კამპანია თავისუფალ გარემოში ეწარმოებინა, რომ ცესკომ არჩევნების ადმინისტრირება მაღალ დონეზე უზრუნველყო და რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ამასთან შეგუება არავის უნდოდა. ევრობიუროკრატები, ALDE თუ სხვა ჯგუფები, ყველანი ამბობდნენ, რომ ქართული არჩევნების შეფასებისას მათი მთავარი დასაყრდენი იქნებოდა ეუთო/ოდირი და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ შემდეგ კორუმპირებულ ორგანიზაციას უწოდებდნენ, იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აწყობდათ ანგარიში“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762107189

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი ALDE-ს რეზოლუციაზე: არსებობს მხოლოდ ერთი მიზანი, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდნენ ადამიანები, ვინც პირდაპირ თავისი ქმედებებით დაპირისპირებული არიან ევროპულ სტანდარტებთან

არსებობს მხოლოდ ერთი მიზანი, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდნენ ადამიანები, ვინც პირდაპირ თავისი ქმედებებით დაპირისპირებული არიან ევროპულ სტანდარტებთან, - განაცხადა გად...

გიორგი ვოლსკი

1762102884

მსოფლიო

ტიერი მარიანი: ძალიან დრამატული ვითარებაა, სახეზეა აშკარა ორპირობა, ყველა ცდილობს რუსული ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის შესყიდვას მესამე სახელმწიფოს გავლით

ძალიან დრამატული ვითარებაა, სახეზეა აშკარა ორპირობა, ყველა ცდილობს რუსული ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის შესყიდვას მესამე სახელმწიფოს გავლით, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპარლამენტარმა ტიერ...

ტიერი მარიანი

1762100934

მსოფლიო

საქართველო-სომხეთის საზღვრიდან ოთხ კილომეტრში მიწისძვრა მოხდა, ბიძგები საქართველოს ტერიტორიაზეც იგრძნობოდა

სომხეთში, საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვ...

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1762099645

საზოგადოება

მასუდ პეზეშკიანის თქმით, თეირანი საკუთარ ბირთვულ ობიექტებს უფრო მეტი ძალით აღადგენს

„თეირანი საკუთარ ბირთვულ ობიექტებს უფრო დიდი ძალით აღადგენს“, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ირანის სახელმწიფო მედიას განუცხადა. პეზეშკიანმა ბირთვული ობიექტების აღდგენის შესახებ ქ...

მასუდ პეზეშკიანის

1762097431

საზოგადოება

მეუფე შიო: დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო

დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სუ...

მეუფე შიო