გიორგი ვოლსკი ეუთო/ოდირის უარზე: შეიძლება ვინმეს არც აწყობს ევროპული სტანდარტის დამკვირვებელი იყოს საქართველოში, რაც წინაპირობას შექმნის, რომ კვლავ დადებითი დასკვნა იქნეს გამოქვეყნებული ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით

შეიძლება ვინმეს არც აწყობს სახელმწიფოს მიერ [მოწვეული] ნორმალური, ევროპული სტანდარტის დამკვირვებელი იყოს საქართველოში, რაც წინაპირობას შექმნის, რომ კვლავ დადებითი დასკვნა იქნეს გამოქვეყნებული ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ეუთო/ოდირი თვითმმართველობის არჩევნებზე ჩამოსვლას არ აპირებს.

„ისტორიას არ ახსოვს ასეთი ზეწოლა და ბულინგი მას მერე, რაც ეუთო/ოდირი დააკვირდა საქართველოში [საპარლამენტო] არჩევნებს და პოზიტიური დასკვნა დადო. აქ არის ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ასეთ შესაძლო გამწვავებას აარიდეს თავი. შეიძლება ვინმეს არც აწყობს სახელმწიფოს მიერ [მოწვეული] ნორმალური, ევროპული სტანდარტის დამკვირვებელი იყოს საქართველოში, რაც წინაპირობას შექმნის, რომ კვლავ დადებითი დასკვნა იქნეს გამოქვეყნებული ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ეუთო/ოდირი საქართველოს უარს ეუბნება და მიზეზად ვადებს ასახელებს, თუმცა პრემიერმა სადამკვირვებლო მისია არჩევნებამდე მთელი 4 კვირით ადრე მოიწვია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757489616

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: იგინებიან, შტაბთან მიდიან და შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს, პროვოკაციებს აწყობენ და ბოლოს, მშვიდობიანი აქტივისტები ვართო

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. სხვის ქონებას აზიანებენ, დესტაბილიზაციას აწყობენ, ვანდალურ აქტებს ახორციე...

ზურაბ ქადაგიძე

1757489025

ახალი ამბები

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვისა და გავრცელების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვისა და გავრცელების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით და...

პროკურატურა

1757488079

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ნ.შ. დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკ...

დააკავა დააკავა

1757488020

ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უკრაინის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებ...

დიდი ოდენობით ნარკოტიკი

1757486908

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უახლოეს დღეებში რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს. „ეს მოხდება“, - განაცხადა ტრამპმა პუტინთან შესაძლო სატელე...

დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინი