გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობაზე“: გაერთიანება, რომელიც ქადაგებს დაპირისპირებას, სისხლის ღვრას, რევოლუციას ვერანაირად ვერ იქნება განხილული, როგორც პოლიტიკური გუნდი. მათი ქმედებები, რომ არ შეზღუდო საქართველო მუდმივად იქნება ამ რყევაში

გაერთიანება, რომელიც ქადაგებს დაპირისპირებას, სისხლის ღვრას, რევოლუციას და დესტაბილიზაციას იგი ვერანაირად ვერ იქნება განხილული, როგორც პოლიტიკური გუნდი. სხვანაირად ვერანაირად ვერ იქნება დახასიათებული თუ არა შეთქმულთა გუნდი საქართველოს წინააღმდეგ. მათი ქმედებები, რომ არ შეზღუდო საქართველო მუდმივად უნდა იყოს იმ რყევაში, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ თავის სამოქმედო გეგმად ჩამოაყალიბა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რომელსაც მმართველი გუნდი მოამზადებს და რომელიც „ნაცმოძრაობის“ აკრძალვას ეხება.

მისი თქმით, კოლექტიური ნაცმოძრაობა წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ ძალას და ისინი როგორც პოლიტიკური ძალა ვერ იქნებიან განხილული.

„ოპოზიცია უკვე არ არსებობს მათი სახით, პრაქტიკულად გამოაცხადეს, რომ რევოლუციის სადავეები მათ ხელშია. პოლიტიკური გუნდისთვის, პოლიტიკური სუბიექტისთვის დამახასიათებელ ყველანაირ აქტივობაზე უარი თქვეს ფაქტობრივად. პარლამენტში საკმაოდ სერიოზული წარმომადგენლობა ჰქონდათ და არ გამოიყენეს მანდატები ერთი მიზნით, რომ განავითარონ სისხლის ღვრის სცენარი. სხვა მათ არანაირი ნიშანი არ გააჩნიათ ერთად ყოფნის. გაერთიანება, რომელიც ქადაგებს დაპირისპირებას, სისხლის ღვრას, რევოლუციას და დესტაბილიზაციას იგი ვერანაირად ვერ იქნება განხილული, როგორც პოლიტიკური გუნდი. შინაარსი მათი საქმიანობისა ადრეც - 2012 წლამდე და მომავალშიც, როდესაც ბერკეტები არ გააჩნიათ უკავშირდება საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული.

სხვანაირად ვერანაირად ვერ იქნება დახასიათებული თუ არა შეთქმულთა გუნდი საქართველოს წინააღმდეგ. მათი ქმედებები, რომ არ შეზღუდო და რომ არ გაიყვანო ოფიციალურად, კანონის საფუძველზე პოლიტიკური ველიდან, გამოდის, რომ საქართველო მუდმივად უნდა იყოს იმ რყევაში, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ თავის სამოქმედო გეგმად ჩამოაყალიბა. სხვა გეგმა, იდეა პოლიტიკასთან დაკავშირებული არ გააჩნიათ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, შეუძლებელია, რომ ამ პარტიამ საქართველო მუდმივად ამყოფოს სტრესულ მდგომარეობაში.

„უკვე ანტიფას მსგავსი გუნდის სახით აპირებენ ჩამოყალიბებას. თუკი ადრე მალავდნენ თავის მონაწილეობას ამ პროცესში, ახლა გამოჩნდა, რომ ხალხის და განსაკუთრებით ახალგაზრდების ზურგზე არიან შემომხტრები და მათი და არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით ცდილობენ მზაკვრული გეგმა განახორციელონ. თუკი ტერორისტულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდებიან, რისგანაც არაა შორს მათი საქმიანობის არსი და პოლიტიკურ ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით იტყვიან უარს, რასაკვირველია ეს არ განაპირობებს იმას, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მის მიმართ, მაგრამ საქმიანობას რასაც გპირდებიან და გემუქრებიან, რასაკვირველია ამას ჰქვია დანაშაულებრივი საქმიანობა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775845206

ახალი ამბები

ტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან

ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...

დონალდ ტრამპი

1775842962

მსოფლიო

„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს

„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...

ნეთანიაჰუ

1775840252

მსოფლიო

ორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?

ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...

ვიქტორ ორბანი

1775837496

ახალი ამბები

რომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს

ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...

რომის პაპი

1775836752

მსოფლიო

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...

დონალდ ტრამპი