პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 42 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 42 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდნენ, ასევე ნარკოტიკულ ნივთიერებებს რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ლოკაციებზე ათავსებდნენ.
უწყების ცნობით, გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები: „ჰეროინი", „კოკაინი“, „ალფა პვპ", „ბუპრენორფინი", „სუბოქსინი“, „მეტადონი“, „კეტამინი", „მეფედრონი", „მდმა", „მარიხუანა" და სხვა.
„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა და შენახვა), 260 ტერცია მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილის „ა“„ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ), 260 ტერცია მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო რეალიზაცია) 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ე’’ და მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულების ნაწილს პატიმრობა უკვე შეეფარდა, ხოლო ნაწილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებას სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში განიხილავს.
საქართველოს პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გაატარებს“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
1757924097
საზოგადოებაგივი მიქანაძე ხელოვნური პროტესტის ორგანიზების სქემაზე: სტუდენტური მოძრაობები დამახასიათებელი მოცემულობაა ქვეყნებისთვის მაგრამ მნიშვნელოვანია რა დაფინანსებას იღებენ, ვისგან იღებენ, რაც მთავარია რა მიზნებს ემსახურება მიღებული დაფინანსება
სტუდენტური მოძრაობები დამახასიათებელი მოცემულობაა ნებისმიერი ქვეყნისთვის მაგრამ მნიშვნელოვანია რა დაფინანსებას იღებენ, ვისგან იღებენ, რაც მთავარია რა მიზნებს ემსახურება მიღებული დაფინანსება, - ასე ეხმ...
1757922778
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ეუთო/ოდირი ძალიან დიდი პოლიტიკური ზეწოლისა და ბულინგის ქვეშ მოხვდა
ეუთო/ოდირი ძალიან დიდი პოლიტიკური ზეწოლისა და ბულინგის ქვეშ მოხვდა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა. მისი თქმით, ამ მიზეზის,...
1757922606
საზოგადოებამარიამ ლაშხი ეუთო/ოდირზე: ეს ქცევა კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ორმაგ სტანდარტს, რომელსაც სამწუხაროდ საერთაშორისო ორგანიზაცია იყენებს
ეს ქცევა კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ორმაგ სტანდარტს, რომელსაც სამწუხაროდ საერთაშორისო ორგანიზაცია იყენებს, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ...
1757921407
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი
ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი, - აღნიშნუ...
1757918870
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა თბილისის აეროპორტში 20 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრ...