გივი მიქანაძე: რადიკალური ჯგუფები მიზანმიმართულად აწარმოებენ ცრუ კამპანიას თითქოს, რაღაც ნებართვები არის რეპეტიტორობის საქმიანობისთვის საჭირო, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, ეს არანაირი ნებართვის გაცემასა და შეზღუდვას არ ექვემდებარება
„არის შექმნილი ტრენინგ ცენტრები, სადაც რიგი მასწავლებლებისა ოფიციალურად არის დასაქმებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე და ამ ფორმით დამატებით ამეცადინებენ აბიტურიენტებს – ასეთ შემთხვევაში თანხმობის მიღება საჭიროა, რადგან მნიშვნელოვანია, რომ საათობრივ დატვირთვაში არ მოხდეს გადაფარვა მასწავლებლის ძირითადსა და დამატებით საქმიანობებს შორის. თუ ეს გადაფარვა არ ხდება, რა თქმა უნდა, დირექტორიები გასცემენ შესაბამის ნებართვას.
ჩვენი მიდგომა არის ასეთი – თუ მასწავლებელი სრულფასოვნად ასრულებს თავის ძირითად საქმიანობას და ამის პარალელურად რჩება დრო და რესურსი დამატებითი საქმიანობისთვის, შესაბამისი სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებმა ნებართვები უნდა გასცენ მათ სასარგებლოდ და ეს არანაირ შეფერხებას და დაბრკოლებას არ გამოიწვევს,“ – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, „რეპეტიტორობა“ არის ადამიანებს შორის ინდივიდუალური და არამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე შემდგარი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ისინი თანხმდებიან სამუშაოს მიღმა გარკვეული აქტივობის ჩატარებაზე, შესაბამისად, სამართლებრივი სივრცე მას ვერ არეგულირებს.
„შეთავსებით დასაქმებასთან დაკავშირებით დაშვებული გამონაკლისები დიდწილად ეხება საგანმანათლებლო სივრცეს. ამის მიუხედავად, კონკრეტული რადიკალური ჯგუფები ცდილობენ, საზოგადოება მიზანმიმართულად შეიყვანონ შეცდომაში და ამისთვის იყენებენ „რეპეტიტორობის“ ინსტიტუტს, რომელიც სამართლებრივად რეგულირებადი არ არის და ვერ გახდება რაიმე ნებართვის გაცემის საფუძველი.
სპეკულაციური ხასიათი სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ოპონენტი რადიკალური ჯგუფები მიზანმიმართულად აწარმოებენ ცრუ კამპანიას თითქოს, რაღაც ნებართვები არის რეპეტიტორობის საქმიანობისთვის საჭირო. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, ეს არანაირი ნებართვის გაცემასა და შეზღუდვას არ ექვემდებარება“, – აღნიშნა მინისტრმა.
1762879053
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: სამძიმარს ვუცხადებთ მსხვერპლთა ოჯახებს და თურქეთის მოსახლეობას. ჩვენი მთავრობები მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფებიან
მაკა ბოჭორიშვილი თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდასთან სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა...
1762877757
საზოგადოებაირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას თავდაცვის სამინისტროს სახელით ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა
თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის თავდაცვის მინისტრს ესაუბრა. სატელეფონო საუბრისას ირაკლი ჩიქოვანმა ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დღეს, თურქეთის ს...
1762876019
საზოგადოებაშინაგან საქმეთა მინისტრი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის ადგილზე იმყოფება
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, პირველ მოადგილესთან რონი მესხთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის ადგილზე იმყოფება - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ც...
1762875103
საზოგადოებაპარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 85 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას, რომელიც ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების საკითხს ეხება, -...
1762874344
მსოფლიოთურქეთის თავდაცვის სამინისტრო: საქართველოში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ეკიპაჟის წევრების ჩათვლით 20 ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურ...



























