პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი - პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად,2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.

„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ქურდობა) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება ბრალდებულების მხრიდან შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის და დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762879053

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: სამძიმარს ვუცხადებთ მსხვერპლთა ოჯახებს და თურქეთის მოსახლეობას. ჩვენი მთავრობები მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფებიან

მაკა ბოჭორიშვილი თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდასთან სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა...

მაკა ბოჭორიშვილი

1762877757

საზოგადოება

ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას თავდაცვის სამინისტროს სახელით ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის თავდაცვის მინისტრს ესაუბრა. სატელეფონო საუბრისას ირაკლი ჩიქოვანმა ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დღეს, თურქეთის ს...

ირაკლი ჩიქოვანი

1762876019

საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის ადგილზე იმყოფება

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, პირველ მოადგილესთან რონი მესხთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის ადგილზე იმყოფება - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ც...

შინაგან საქმეთა მინისტრი

1762875103

საზოგადოება

პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 85 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას, რომელიც ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების საკითხს ეხება, -...

პარლამენტიპარლამენტი

1762874344

მსოფლიო

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: საქართველოში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ეკიპაჟის წევრების ჩათვლით 20 ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურ...

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: