პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა. პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა.

ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „X“-ზე აღნიშნავს, რომ საქართველო, ამ რთულ დროს, სრულ სოლიდარობას უცხადებს თურქ მეგობრებს.

„გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადე პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო. ამ რთულ დროს, საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს თურქ მეგობრებს. ჩვენი ფიქრები მიმართულია დაღუპულებისკენ, მათი ახლობლებისა და ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ყველა პირისკენ,“ - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762877757

საზოგადოება

ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას თავდაცვის სამინისტროს სახელით ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის თავდაცვის მინისტრს ესაუბრა. სატელეფონო საუბრისას ირაკლი ჩიქოვანმა ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დღეს, თურქეთის ს...

ირაკლი ჩიქოვანი

1762876019

საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის ადგილზე იმყოფება

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, პირველ მოადგილესთან რონი მესხთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის ადგილზე იმყოფება - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ც...

შინაგან საქმეთა მინისტრი

1762875103

საზოგადოება

პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 85 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას, რომელიც ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების საკითხს ეხება, -...

პარლამენტიპარლამენტი

1762874344

მსოფლიო

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: საქართველოში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ეკიპაჟის წევრების ჩათვლით 20 ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურ...

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო:

1762872876

ახალი ამბები

ერდოღანი: ვაგრძელებთ კოორდინირებულ ძალისხმევას თვითმფრინავის ფრაგმენტების მოსაძიებლად, ვიმედოვნებ, ამ უბედურ შემთხვევას მინიმალური დანაკარგები მოჰყვება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფას ეხმაურება. ერდოღანი აღნიშნავს, რომ გრძელდება კოორდინირებული ძალისხმევა თვითმფრინავის ფრაგმენტების მოსაძიებლად, შე...

ერდოღანი