დავით სონღულაშვილი: ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სომელიეთა საერთაშორისო გილდიის (ISG) პრეზიდენტს, ჯოზეფ მილერს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში ჯოზეფ მილერმა მინისტრს ქართული ღვინის გლობალური განათლებისა და საერთაშორისო განვითარების ინიციატივა წარუდგინა. ინიციატივა წარმოადგენს ხუთწლიან სტრატეგიულ ჩარჩოს, რომლის მიზანია ქართული ღვინის გრძელვადიანი საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება განათლების, პროფესიული განვითარების, ბაზრის ჩართულობისა და სტრუქტურირებული საერთაშორისო თანამშრომლობის გზით.
„ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინიციატივები, რომლებიც საერთაშორისო პროფესიულ წრეებში ქართული ღვინის შესახებ ცოდნის გაღრმავებას, მისი უნიკალური ისტორიისა და კულტურის გაცნობას, ასევე ახალი პარტნიორობების და შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს. განათლებაზე, პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროექტები კიდევ უფრო გააძლიერებს ქართული ღვინის პოზიციებს მსოფლიო ბაზარზე. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა,” - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
ინიციატივა ხუთ ძირითად კომპონენტს აერთიანებს - ქართული ღვინის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბებას; საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას და კომერციული შესაძლებლობების გაფართოებას; უცხოელი პროფესიონალებისთვის საქართველოში პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული გაცნობითი პროგრამების განხორციელებას; მრავალენოვანი საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო რესურსების შექმნას, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ღვინის ეფექტიან წარმოჩენას შეუწყობს ხელს; ასევე, შედეგების შეფასებისა და ანგარიშგების მექანიზმების სრულყოფას.
აღსანიშნავია, რომ სომელიეთა საერთაშორისო გილდია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო ორგანიზაციაა ღვინისა და სომელიეს პროფესიული განათლების სფეროში. გილდია საქმიანობს არაერთ ქვეყანაში და ახორციელებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც ღვინის ინდუსტრიის პროფესიონალების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
1785221888
საზოგადოებაგივი მიქანაძემ ანკარაში ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (Middle East Technical University – METU)...
1785220792
მსოფლიოიემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს
იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ ნედლი ნავთობის მიწოდებისა და ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურას დაარტყა, რომლითაც საუდი...
1785219608
მსოფლიოუკრაინული მედია: ყოფილ უკრაინელ დიპლომატს დონორების მიერ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის მხარდასაჭერად გადარიცხული 1.28 მილიონი დოლარის მითვისების საქმეზე ბრალი წაუყენეს
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს უკრაინის მხარდასაჭერად უცხოელი დონორების მიერ გადარიცხული 37 მილიონი გრივნის (1.28 მილიონი დ...
1785217426
მსოფლიოAssociated Press: აშშ და საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
აშშ-ის დიპლომატებმა ორშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა დროებით დატოვეს, როდესაც სიტყვით საფრანგეთის წარმომადგენელი გამოდიოდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დემარში...
1785216289
საზოგადოებამათიკაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: ევროკავშირის საბჭოთა კავშირად გარდაქმნის პროცესი დაჩქარდა
ევროკავშირის საბჭოთა კავშირად გარდაქმნის პროცესი დაჩქარდა, - აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი. ამ კომენტარით დეპუტატი ეხმაურება გერმანიის ი...



























