თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ, რომელიც ევროკავშირში შესვლას აპირებს, არ მოგვწონს, რომ შესაძლოა, თამაშის წესები შეიცვალოს, დარწმუნებული ვარ, ევროპული ქვეყნები თავის სიტყვას იტყვიან

ევროკავშირი რაღაც საკრალური ადგილია, რომლის კრიტიკაც არ შეიძლება? სრული უფლება მაქვს, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, არ მოვიწონო რეფორმები, რომლებიც თეორიულად, შეიძლება, ევროკავშირმა გაატაროს. არა მხოლოდ უფლება მაქვს, არამედ ვალდებულება, რადგან ჩემს ხალხს უნდა ავუხსნა, რა ტიპის გაერთიანებაში მიმყავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

შარმანაშვილს კითხვა დაუსვეს გერმანიის ინიციატივაზე, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესი გაუქმდეს.

„ამ მიმართულებით როცა დავიძარით, მაშინ ევროკავშირის თამაშის წესები და პირობები სხვა იყო. ახლაც იგივე წესებია, ჯერ არ შეცვლილა, მაგრამ სწორია საუბარი საფრთხეზე, რომ შეიძლება, შეიცვალოს.

დარწმუნებული ვარ, ამაზე ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყანა ისაუბრებს, რადგან სუვერენიტეტი ილახება, განსაკუთრებით პატარა ქვეყნების შემთხვევაში. ამ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდებათ, რადგან ეჭვი მაქვს, საკითხმა ევროკავშირში სრული კონსენსუსი მოიპოვოს. მეორეხარისხოვან ქვეყნად ნუ უყურებენ საქართველოს, რომელიც ცალ ფეხზე უნდა იდგეს და რაიმე თუ არ მოსწონს, ამაზე არ ისაუბროს.

ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ, რომელიც გაერთიანებაში შესვლას აპირებს. არ მოგვწონს, რომ დროთა განმავლობაში, შესაძლოა, თამაშის წესები შეიცვალოს, როცა ჩვენი გაწევრიანების საკითხი დადგება. დარწმუნებული ვარ, ევროპული ქვეყნები ამ მიმართულებით თავის სიტყვას იტყვიან“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785220792

მსოფლიო

იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს

იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ ნედლი ნავთობის მიწოდებისა და ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურას დაარტყა, რომლითაც საუდი...

საუდის არაბეთ

1785219608

მსოფლიო

უკრაინული მედია: ყოფილ უკრაინელ დიპლომატს დონორების მიერ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის მხარდასაჭერად გადარიცხული 1.28 მილიონი დოლარის მითვისების საქმეზე ბრალი წაუყენეს

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს უკრაინის მხარდასაჭერად უცხოელი დონორების მიერ გადარიცხული 37 მილიონი გრივნის (1.28 მილიონი დ...

ოლექსანდრ ბანკოვ

1785217426

მსოფლიო

Associated Press: აშშ და საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

აშშ-ის დიპლომატებმა ორშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა დროებით დატოვეს, როდესაც სიტყვით საფრანგეთის წარმომადგენელი გამოდიოდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დემარში...

გაეროს უშიშროების საბჭო

1785216289

საზოგადოება

მათიკაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: ევროკავშირის საბჭოთა კავშირად გარდაქმნის პროცესი დაჩქარდა

ევროკავშირის საბჭოთა კავშირად გარდაქმნის პროცესი დაჩქარდა, - აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი. ამ კომენტარით დეპუტატი ეხმაურება გერმანიის ი...

დავით მათიკაშვილი

1785216250

საზოგადოება

წილოსანი: ევროკავშირის ბიუროკრატიას გადაწყვეტილი აქვს, ორპალატიანი კავშირი გააკეთოს, სადაც სახელმწიფოების ნაწილს აქვს გადაწყვეტილებების მიღების უფლება, ხოლო მეორე ნაწილი თავისი სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვით უნდა დათანხმდეს გადაწყვეტილებებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი გამოეხმაურა გერმანიის ინიციატივას, რომელიც ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმებას გულისხმობს. „ზუსტად ამ ორმაგი სტანდარტის პრობლემა გ...

ნინო წილოსანი