გმირის და კარატისტის კი არა, თინას მონას დაბადების დღეა დღეს - ნათია ფანჯიკიძე ირაკლი ალასანიაზე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, მეუღლეს ირაკლი ალასანიას დაბადების დღეს ულოცავს და წერს, რომ „გმირის და კარატისტის კი არა, თინას მონას დაბადების დღეა დღეს“.

„ადამიანი, რომელთანაც 30 წელი, ხან შორს და ხან ახლოს, ხან ძალიან შორს და ხან ძალიან ახლოს გავატარე და მხოლოდ წელს, კიდევ ერთხელ ძველი საყვარლებივით რომ გავიპარეთ ერთ ულამაზეს ქალაქში და ვლაპარაკობდით სხვისთვის სიკვდილზე, სიცოცხლეზე, გმირობაზე, სულ ყველაფერზე და მათ შორის ჩვენს აკვიატებულ ერთმანეთთან მუდმივ დაბრუნებაზე, ომზე, ტკივილზე, და რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა, ხანდახან, ახლაც, წამით, ფიზიკურად ვგრძნობ ავტომატის ჯერს, მამაჩემს რომ გადაატარეს და მტკივაო.

ზუსტად ნატყვიარების ადგილას და წამითო, - წამის განსაზღვრა აუცილებელი იყო, რომ არ გამებედა ჭარბი თანაგრძნობა.

არც სიმთვრალეში ავიწყდება, რომ უკადრისია ცრემლი მოგვარო ვინმეს და ეს სიტყვა "მტკივა" ერთადერთხელ გამოვძალე ამდენი წლის განმავლობაში.

ადამიანს, რომელიც თავისუფლებისთვისაა დაბადებული, ხეტიალისთვის, მძაფრი გრძნობებისთვის და სიყვარულისთვის, ვისზეც გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ასეთ მომხიბლავს არავის ვიცნობ, ზურგის ქარს და ძლიერ იალქნებს ვუსურვებდი მხოლოდ და მეგონა ასეთი იქნებოდა სულ, სულ, სულ...

ვერაფერი შეცვლიდა და მით უმეტეს, გამოჩნდებოდა ვინმე მისი სრულად მომხელთებელი.

აი ეს ადამიანი ერთ მშვენიერ დღეს მონად ჩაბარდა.

მოკლედ, გმირის და კარატისტის კი არა, თინას მონას დაბადების დღეა დღეს.

ხოდა მონებთან საქმე არ მაქვს. ეს უკვე საბოლოოა.“, - წერს  ნათია ფანჯიკიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ასევე საინტერესოა:

🔵 ახალი დეტალები გაუჩინარებული რამაზ გერლიანის საქმეში - ყოფილი ცოლი კონკრეტულ მიზეზს ასახელებს

🔵უბედური შემთხვევა ქუთაისში - ხიდიდან მანქანა გადავარდა, დაიღუპა ახალგაზრდა კაცი და ქალი, არიან დაშავებულები

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793986479

ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში

სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...

მიხეილ სააკაშვილი

1793984690

ახალი ამბები

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს

სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი:

1793983890

ახალი ამბები

პრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის

ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...

პრემიერი

1793983298

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...

 ირაკლი კობახიძე

1793983166

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...

ირაკლი კობახიძე