სერბეთის პატრიარქი პორფირე: ილია მეორის ღვაწლმა წარუშლელი კვალი დატოვა მრევლზე, შემდგომ კი მთელ მსოფლიოს მოეფინა, ნეტარი იყოს ხსენება შენი, ჩვენო უნეტარესო ძმაო ილია

პეჩის მთავარეპისკოპოსმა, ბელგრად-კარლოვცის მიტროპოლიტიმა, სერბეთის პატრიარქმა პორფირემ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გამოუგზავნა. წერილს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

როგორც წერილშია აღნიშნული, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ქრისტესმიერი პიროვნებიდან გამოსჭვიოდა ჭეშმარიტი მოციქულის, საეკლესიო წესრიგისა და ტრადიციის დამცველის ხატება.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობანო, ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და თანამწირველნო, ვიმყოფებით რა დიდმარხვის შუაგულში, მოგვეახლა მწუხარე უწყება ჩვენი ქრისტესმიერი საყვარელი ძმის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, პატრიარქ ილიას აღსრულების შესახებ. პატრიარქისა, რომელიც იყო ქართველი ერის ნეტარსახსენებელი, დაუვიწყარი მამა და მწყემსმთავარი. თუმცა არ ვწუხვართ, როგორც ისინი, რომელთაც არ გააჩნიათ სასოება (1 თეს. 4:13), არამედ ქრისტეს აღდგომისა და მარადიული სიცოცხლის მტკიცე რწმენით, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსისა და პირადად ჩვენი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ და ეკლესიის — საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა კრებულს, სამღვდელოებას, ბერმონაზვნებსა და მორწმუნე საზოგადოებას მისი დიდებული პირველიერარქის გარდაცვალების გამო.

როგორც „ხე, დანერგილი წყლის ნაკადულებთან“ (ფსალმ. 1:3), ჩვენმა ნეტარმა ძმამ, ილიამ თავის დროზე გამოიღო უხვი ნაყოფი, ხოლო მისმა ღვაწლმა და შრომამ წარუშლელი სულიერი კვალი დატოვა ჯერ მასზე მინდობილ სამღვდელოებასა და მრევლზე, ხოლო შემდგომ მთელ მსოფლიოს მოეფინა. მისი ქრისტესმიერი პიროვნებიდან გამოსჭვიოდა ჭეშმარიტი მოციქულის, საეკლესიო წესრიგისა და ტრადიციის დამცველის ხატება; ასევე იგია მისი თანამემამულეებისთვის ზნეობრივი სვეტი, რომელმაც რთულ ისტორიულ ვითარებაში ხელი შეუწყო სულიერ განახლებას, საეკლესიო ცხოვრების განმტკიცებასა და მართლმადიდებელი ქართველი ერის იდენტობისა და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებას.

ამას, სხვათა შორის, მოწმობს მისი უნიკალური მწყემსმთავრული მსახურება, როგორც ათიათასობით ბავშვის ნათლიისა, რამაც ძლიერი ბიძგი მისცა მისი სამწყსოს სახარებისეულ ცხოვრებას და იგი ყველა ქრისტიანისთვის „მთაზე მდგარ ქალაქად“ (მათ. 5:14) და მისაბაძ მაგალითად აქცია. დაე, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, აღდგომამ და სიცოცხლემ, დაასვენოს მისი ახალშესვენებული მსახურის, პატრიარქ ილიას სული მართალთა სავანეში, სადაც არ არის ჭირი, მწუხარება და სულთქმა, არამედ სიცოცხლე დაუსრულებელი. საუკუნო და ნეტარი იყოს ხსენება შენი, ჩვენო უნეტარესო ძმაო ილია“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774015657

საზოგადოება

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: მისი ხელდასხმული ვარ, ეს ჩემთვის არის მთავარი დაბადება. ერთია - დაბადება ფიზიკური და ჩემს ფიზიკურ დაბადებაზე მეტად მიხარია, რომ მღვდლად დავიბადე და პატრიარქისგან მოხდა ჩემი შობა

მე მაქვს საკრალური ბედნიერება, მე მისი ხელდასხმული ვარ. ეს ჩემთვის არის მთავარი დაბადება. ერთია დაბადება ფიზიკური და მე ჩემს ფიზიკურ დაბადებაზე მეტად მიხარია, რომ მღვდლად დავიბადე და პატრიარქისგან მოხ...

თეოდორე გიგნაძე

1774014426

სპორტი

ისტორიაში პირველად, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება!

ისტორიაში პირველად, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება. ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს. „ჩვენ მალე მოვაწერთ ხელს თბილისის გრან სლემის 4 წლით გაგრძელებასა და 2029 წელს, თბ...

ისტორიაში პირველად, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება!

1774013404

საზოგადოება

იღუმენი გაბრიელი: უმჯობესია მოქალაქეები სამძიმარზე დღეს და ხვალ მოვიდნენ, რადგან კვირას, დაკრძალვის ცერემონია როდესაც დაიწყება, ქუჩები გადატვირთული იქნება

„უმჯობესია მოქალაქეები სამძიმარზე დღეს და ხვალ მოვიდნენ, რადგან კვირას, დაკრძალვის ცერემონია როდესაც დაიწყება, ქუჩები გადატვირთული იქნება და ტაძარში შემოსვლაც გაუჭირდებათ“, - განაცხადა მედიასთან იღუმე...

იღუმენი გაბრიელი:

1774012383

ახალი ამბები

სოფელ სნოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მშობლიურ სოფელ სნოში, მამა კონსტანტინე ლურსმანაშვილმა უწმინდესისა და უნეტარესის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა. პანაშვიდს ადგილობრივ მცხოვრ...

სოფელ სნოში

1774012184

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7231 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7264 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი