გოგა ხაინდრავა - მერაბიშვილის ბრძანებით, გორის პოლიციაში 40 ოსი მხოლოდ იმიტომ სცემეს, რომ ოსი ეროვნების იყვნენ, ვითარების ესკალაცია, დაძაბვა მიდიოდა, რაც არანაირად გამართლებული არ იყო

ცხინვალსა და გორს შორის საავტობუსო რეგულარული მიმოსვლა იყო, ერთ დღეს, მერაბიშვილის ბრძანებით, გააჩერეს ავტობუსი, ჩაიყვანეს გორის პოლიციაში და 40 ოსი სცემეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ოსი ეროვნების იყვნენ, – ამის შესახებ 2004-2006 წლებში სახელმწიფო მინისტრმა, გოგა ხაინდრავამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიდიოდა ესკალაცია, იმ ვითარების დაძაბვა, რომელიც ობიექტურად არანაირად არაფრით გამართლებული არ იყო, არანაირი საჭიროება არ იყო.
„ცხინვალსა და გორს შორის საავტობუსო რეგულარული მიმოსვლა იყო. ერთ დღეს, მერაბიშვილის ბრძანებით, გააჩერეს ავტობუსი, ჩაიყვანეს გორის პოლიციაში და 40 ოსი სცემეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ოსი ეროვნების იყვნენ. ამ დროს მე ვარ სახელმწიფო მინისტრი, პირველი რაც გავაკეთე, სოზარ სუბარს დავურეკე, სახალხო დამცველი იყო იმ დროს. ვუთხარი, სოზარ, კატასტროფაა, იქ უნდა ჩავიდეთ-მეთქი. სოზარი იმ წუთში დამეთანხმა და ჩავედით, დავიარეთ ყველა ოჯახი. ერთ-ერთ ოჯახში რომ შევედით, გოგო გამოვიდა და ქართულად გვკითხა, „მამაჩემი რატომ სცემეს, ოსი რომ არის იმიტომო?“ ამ დროს, იმ უბანში სადაც ვიყავით შეიარაღებული პირები სახლების წინ ისხდნენ და ხედავდნენ, იცოდნენ, სოზარი ვინ არის, მე ვინ ვარ. არანაირი აგრესია. ისე შევედით, რომ ჩოჩიევი არ გვახლდა. ბუნებრივია, ამან რაღაცა როლი ითამაშა, აი, რატომ სცემეს ხალხი? ამაზე, კულისებში რა საუბრები იყო, ცალკე თემაა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მიზანმიმართულად სააკაშვილისგან, მერაბიშვილისგან, ადეიშვილისგან, ოქრუაშვილისგან ისეთი ფაქტების განხორციელება ხდებოდა, რომელიც ვნებდა ქართულ მხარეს და არა რუსულ, ან ოსურ მხარეს. სადაც კი ჩავდიოდით ყველგან, ჩვენი საერთაშრისო მეგობრები, მხარდამჭერები ევროპიდან, ამერიკიდან გვეუბნებოდნენ, ამას რატომ აკეთებთო, არ შეიძლება ეს შეწყდესო? ან რა მოაქვს ამას? მიდიოდა ესკალაცია, იმ ვითარების დაძაბვა, რომელიც ობიექტურად არანაირად არაფრით გამართლებული არ იყო, არანაირი საჭიროება არ იყო. ეს იმ ფონზე ხდებოდა, როდესაც პარალელურად ძალიან სერიოზული სამშვიდობო ურთიერთობა, პოლიტიკა, შეხვედრები მიმდინარეობდა საერთაშორისო“, – განაცხადა გიგა ხაინდრავამ.
1743418422
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: დიდი იმედი გვაქვს, რომ ცოტა ხანში, ქართულ ბაზარზე ვიხილავთ ჩინურ მსხვილ ბანკებსაც, ეს ყველაზე მეტად მომხმარებლებისთვის იქნება სარგებლიანი
ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ცოტა ხანში, ქართულ ბაზარზე ვიხილავთ ჩინურ მსხვილ ბანკებსაც, - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაუ...
1743417910
საზოგადოება2008 წელს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი კაპანაძე: არავის უთქვამს, განმეხორციელებინა მოსახლეობის ევაკუაცია, ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ - ხალხმა თავს თვითონ უშველა
ასე რომ რამე მქონოდა, ან ვინმეს ეთქვა, რომ განმეხორციელებინა მოსახლეობის ევაკუაცია, არავის უთქვამს, ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ და მე არ მინდა გითხრათ, რომ ამაში მე რაღაცა ლომის წვლილი მივიღე, ან გმირად წა...
1743417625
საზოგადოებაემზარ კვიციანი: პატრიარქს ვუთხარი, რომ ოქრუაშვილი აპირებდა ხეობაში ძალების შემოყვანას, პატრიარქმა მითხრა, არ შეგეშვებიან, სანამ კოდორი არ ჩაჰბარდება, აფხაზეთი მიცემულიაო, მას მეტი ინფორმაცია ჰქონდა
აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროება, რუსეთის უშიშროება და საქართველოში უშიშროებაში ჩანერგილი ადამიანები, ერთობლივად მოქმედებდნენ და ისე მოიყვანეს სააკაშვილი ხელისუფლებაში. მოიყვანეს, რადგან პირობა ჰქონდა დად...
1743417566
საზოგადოებაემზარ კვიციანი: 2006 წელს სოჭში შეხვდნენ სააკაშვილი და პუტინი, იქიდან რომ დაბრუნდა საქართველოში, ხელად ორფოლო წამოიწყეს, იქ იყო მოლაპარაკებული ყველაფერი
2006 წელს სოჭში შეხვდნენ სააკაშვილი და პუტინი, იქიდან რომ დაბრუნდა საქართველოში, ხელად ორფოლო წამოიწყეს, იქ იყო მოლაპარაკებული ყველაფერი, – განაცხადა კოდორის ხეობის ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა, ემზ...
1743417524
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი: შეიქმნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს და ხელს შეუწყობს უფრო ეფექტიან მუშაობას
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, პარლამენტში დაინიციირდეს კანონპროექტი, რომლითაც მნიშვნელოვნად გაფართოვდება მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილ...