გურამ მაჭარაშვილი: იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი იქნება პარტნიორული ურთიერთობებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობის გადატვირთვის პერსპექტივებზე და მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტზე.

დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ მაისში საქართველოში დაგეგმილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობებისკენ.

„საქართველოში, მაისში დაგეგმილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტის წინ, მათი მხრიდან საქართველოსთან, როგორც პარტნიორ ქვეყანასთან მიმართებით გაჟღერდა პოზიტიური გზავნილები. ეს კი იმის დამსახურებაა, რომ 2022 წელს „ხალხის ძალამ“ სიმართლე უთხრა საზოგადოებას. ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ამერიკის ელჩი საქართველოში პირდაპირ ახდენდნენ ზეწოლას საქართველოზე. ამ სიმართლის გატანა ხალხში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძნელი იყო, ჩვენ, „ხალხის ძალამ“ მაინც შევძელით. მას შემდეგ, რაც საზოგადოება აღიჭურვა სიმართლით ხელისუფლებას მიეცა საშუალება, გაეკეთებინა მანევრირება და ქვეყანამ თავიდან აიცილე მეორე ფრონტი, ოჯახური ღირებულებების შეურაცხყოფა და .ა.შ.

როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, ტრამპის ადმინისტრაციას, მისი წინამორბედი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით მძიმე მემკვიდრეობა დახვდა. მათ თითქმის ერთი წელი დასჭირდათ პარტნიორული ურთიერთობების გადასახედად.

კარგია, რომ ჩვენ, მაშინ როცა ეს საჭირო იყო ვპოზიციონირებდით, როგორც ღირსეული სუვერენული სახელმწიფო, როგორც ამერიკასთან, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობაში. ჩვენ ვიყავით მართლები, ვიდექით სიმართლის მხარეს და ამიტომაც ახლა ჩამოდის ამერიკიდან დელეგაცია და არის პოზიტიური გზავნილები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი იქნება პარტნიორული ურთიერთობებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777729573

საზოგადოება

ცოტნე ანანიძე: კიდევ რამდენი მოკავშირის გამო უნდა დაფიქრდეს ევრობიუროკრატია საკუთარ შეცდომებზე - საქართველო, ამერიკა, აზერბაიჯანი - დაძაბულობის გეოგრაფია იზრდება, ევროპელი ბიუროკრატები კი უშეცდომო მორალური არბიტრის როლში არიან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით შე...

ცოტნე ანანიძე

1777728544

საზოგადოება

„დეილი გრუპი“: ჰოლდინგი იწყებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას

„რითეილ ასოციაციის“ მიერ გავრცელებული განცხადება და პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ფასების საკითხის გადაწყვეტა ეფექტურად შესაძლებელია არა ბაზრის მექანიზმებში უხეში...

დეილი გრუპი

1777727703

საზოგადოება

„გუდვილი“: ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვიყოთ ჩართული მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის, აგრეთვე სხვა სტრატეგიულ პროცესებში, რაც ფასებთან დაკავშირებით გრძელვადიან და მდგრად შედეგებს გამოიღებს

ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვიყოთ ჩართული მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის, აგრეთვე სხვა სტრატეგიულ პროცესებში, რაც ფასებთან დაკავშირებით გრძელვადიან და მდგრად შედეგებს გამოიღებს, - წერს სოციალურ ქსელში „გუ...

გუდვილი

1777725713

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: მინდა, მოვუწოდო მორწმუნე მრევლს, რომ საუბრები ხშირად ზღვარს სცდება და არის ცილისმწამებლური, ეკლესიას ვერ შეარყევენ, ერთობას ვერ დაარღვევენ

მინდა, მოვუწოდო მორწმუნე მრევლს და ადამიანებს, რომლებიც საეკლესიო წიაღში მოიაზრებენ თავს და არიან ეკლესიის წევრები, თავი შეიკავონ საუბრებისგან, რომლებიც ძალიან ხშირად ზღვარს სცდება და არის ხოლმე ცილის...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1777724731

ახალი ამბები

გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი

გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ახმეტელის თეატრის“ ადმინისტრაცია ავრცელებს:  „ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა…. ახმეტელის თეა...

ნუგზარ ყურაშვილი