„ნიკორა სუპერმარკეტი“: ვაახლებთ ფასებს და ვქმნით მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ყოველდღიურ პროდუქტებზე - უახლოეს დღეებში ჩვენს დახლებზე ნახავთ კიდევ უფრო გაიაფებულ პროდუქტებს და უკეთეს ფასებს ძირითად საჭიროებებზე

„ნიკორა სუპერმარკეტი“, პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, საცალო ვაჭრობის ქსელების - „გუდვილის“ და „დეილი ჯგუფის“ მსგავსად, განცხადებას ავრცელებს და ფასების განახლების შესახებ იუწყება, რაც ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

როგორც „ნიკორა სუპერმარკეტი“ აცხადებს, მომხმარებელი, უახლოეს დღეებში დახლებზე კიდევ უფრო გაიაფებულ პროდუქტებს და უკეთეს ფასებს იხილავს.

„მეტი ხელმისაწვდომობა ყოველდღიურ პროდუქტებზე“ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიყოთ ახლოს იმ საჭიროებებთან, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს მომხმარებელს. ვაკვირდებით მიმდინარე გარემოს და ვრეაგირებთ მყისიერად, რათა თქვენი ყოველდღიური სტუმრობა ნიკორაში იყოს კიდევ უფრო მიმზიდველი.

ამ მიდგომის ფარგლებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვაახლებთ ფასებს და ვქმნით მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ყოველდღიურ პროდუქტებზე - იმაზე, რაც ყველაზე ხშირად მოხმარებადია. უახლოეს დღეებში ჩვენს დახლებზე თქვენ ნახავთ კიდევ უფრო გაიაფებულ პროდუქტებს და უკეთეს ფასებს ძირითად საჭიროებებზე.

ჩვენს ინტერესებზე მაღლა ყოველთვის ვაყენებთ მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს, სწორედ ამიტომ ვამარტივებთ თქვენს ყოველდღიურობას და მუდმივად ვრჩებით თქვენთან უფრო ახლოს. მუდამ თქვენთან - „ნიკორა სუპერმარკეტი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777730178

საზოგადოება

დიმიტრი სამხარაძე ფასების პოლიტიკასთან დაკავშირებულ დებატებზე: პრემიერის მორიგი პოლიტიკური მასტერკლასი გველოდება! მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან თემას ეხება დღევანდელი დებატები, არგუმენტებით და ხალხისთვის სიმართლის მიწოდებით

პრემიერის მორიგი პოლიტიკური მასტერკლასი გველოდება! - ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე დღეს საღამოს „იმედზე“ დაგეგმილ დებატებს, რომელშიც პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახ...

დიმიტრი სამხარაძე

1777729573

საზოგადოება

ცოტნე ანანიძე: კიდევ რამდენი მოკავშირის გამო უნდა დაფიქრდეს ევრობიუროკრატია საკუთარ შეცდომებზე - საქართველო, ამერიკა, აზერბაიჯანი - დაძაბულობის გეოგრაფია იზრდება, ევროპელი ბიუროკრატები კი უშეცდომო მორალური არბიტრის როლში არიან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით შე...

ცოტნე ანანიძე

1777728544

საზოგადოება

„დეილი გრუპი“: ჰოლდინგი იწყებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას

„რითეილ ასოციაციის“ მიერ გავრცელებული განცხადება და პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ფასების საკითხის გადაწყვეტა ეფექტურად შესაძლებელია არა ბაზრის მექანიზმებში უხეში...

დეილი გრუპი

1777727703

საზოგადოება

„გუდვილი“: ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვიყოთ ჩართული მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის, აგრეთვე სხვა სტრატეგიულ პროცესებში, რაც ფასებთან დაკავშირებით გრძელვადიან და მდგრად შედეგებს გამოიღებს

ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვიყოთ ჩართული მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის, აგრეთვე სხვა სტრატეგიულ პროცესებში, რაც ფასებთან დაკავშირებით გრძელვადიან და მდგრად შედეგებს გამოიღებს, - წერს სოციალურ ქსელში „გუ...

გუდვილი

1777725713

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: მინდა, მოვუწოდო მორწმუნე მრევლს, რომ საუბრები ხშირად ზღვარს სცდება და არის ცილისმწამებლური, ეკლესიას ვერ შეარყევენ, ერთობას ვერ დაარღვევენ

მინდა, მოვუწოდო მორწმუნე მრევლს და ადამიანებს, რომლებიც საეკლესიო წიაღში მოიაზრებენ თავს და არიან ეკლესიის წევრები, თავი შეიკავონ საუბრებისგან, რომლებიც ძალიან ხშირად ზღვარს სცდება და არის ხოლმე ცილის...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე