პრემიერი: ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და უხეში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ თუ გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა შესაძლებელია
ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და ამ ყველაფერში უხეში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ თუ ბიზნესი იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა შესაძლებელია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ .
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკვე გავრცელდა რამდენიმე განცხადება ბიზნესსექტორის წარმომადგენლების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ განისაზღვროს ძირითადი სოციალური კალათა და შემცირდეს ფასები, რაც დასაწყისისთვის კარგია. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი გაგრძელდება.
„ამოცანა არ არის მარტივი, იმიტომ რომ საქმე ეხება ბიზნესს, რომელიც არის თავისუფალი და საკუთარი შეხედულების მიხედვით აწარმოებს საქმიანობას. ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და ამ ყველაფერში უხეში ჩარევა არ შეიძლება. შეიძლება მთლიანად ჩამოშალო საბაზრო ურთიერთობები უხეში ჩარევის პირობებში. ამიტომ მგრძნობიარეა ეს საკითხი და ბუნებრივია, ჩვენ არასდროს გვიფიქრია უხეში ჩარევა საბაზრო ურთიერთობებში. თუმცა ვფიქრობთ, რომ ბიზნესი თუ იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და თუ გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი.
გავრცელდა რამდენიმე განცხადება ბიზნესსექტორის წარმომადგენლების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ განისაზღვროს ძირითადი სოციალური კალათა და იქ მიღწეულ იქნას ფასების შემცირება, რაც კარგია დასაწყისისთვის. იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და, საბოლოო ჯამში გავალთ კონკრეტულ შედეგამდე, ეს არის მთავარი ამოცანა. საკითხი არის კომპლექსური და რთული, თუმცა თუ იქნება კოორდინირებული მუშაობა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში, შედეგი არის მიღწევადი,“- აღნიშნა პრემიერმა.
1777737011
საზოგადოება„ნიკორა სუპერმარკეტი“: ვაახლებთ ფასებს და ვქმნით მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ყოველდღიურ პროდუქტებზე - უახლოეს დღეებში ჩვენს დახლებზე ნახავთ კიდევ უფრო გაიაფებულ პროდუქტებს და უკეთეს ფასებს ძირითად საჭიროებებზე
„ნიკორა სუპერმარკეტი“, პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, საცალო ვაჭრობის ქსელების - „გუდვილის“ და „დეილი ჯგუფის“ მსგავსად, განცხადებას ავრცელებს და ფასების განახლების შესახე...
1777735505
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი იქნება პარტნიორული ურთიერთობებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობის გადატვირთვის პერსპექტივებზე და მაისში აშშ-ის სახე...
1777733936
საზოგადოებაპროკურატურამ განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 აპრილს ქუთაისში, შურისძიების მ...
1777732654
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: პატრიარქზე, საპატრიარქოზე თავდასხმები, შეურაცხყოფები, ეს ადრეც იყო, მაგრამ განსაკუთრებით გაძლიერდა იმის შემდეგ, რაც ნახეს 17-21 მარტის მოვლენები საქართველოში. ამ მოვლენებმა გადააფსიხა „დიფ სთეითი“
პატრიარქზე, საპატრიარქოზე თავდასხმები, შეურაცხყოფები, ეს ადრეც იყო, მაგრამ განსაკუთრებით გაძლიერდა იმის შემდეგ, რაც ნახეს 17-21 მარტის მოვლენები საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ხა...
1777731536
საზოგადოებადავით მათიკაშვილი რადიკალებზე: მომდევნო ფანჩატური, რომელიც შეაკოწიწეს, თავზე ენგრევათ. არ აქვთ მათ არანაირი ერთობა და ვერც ექნებათ
მომდევნო ფანჩატური, რომელიც შეაკოწიწეს, თავზე ენგრევათ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა რადიკალებთან დაკავში...


























