გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს არჩეული კურსი ევროპული ღირებულებაა და არასდროს იქნება ურსულა ფონ დერ ლაიენის და ანდრიუს კუბილიუსის კურსი იმიტომ, რომ ისინი გაცხადებულად ამბობენ, რომ ევროკავშირში თუ შევალთ ვიქნებით ყურმოჭრილი მონები

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ჯერ კიდევ წარმოადგენს გავლენიან ინსტიტუტს ქართულ საზოგადოებაში და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებრივი დისკურსის ჩამოყალიბებაში. გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსეთის მიერ რელიგიური ქსელების, როგორც დეზინფორმაციისა და გავლენის გავრცელების არხების გამოყენების შესახებ მთელ საქართველოში, პროევროპული ორიენტაციისა და დემოკრატიული მდგრადობის შელახვის მიზნით.“

მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს არჩეული კურსი ევროპული ღირებულებაა და არასდროს გახდება ურსულა ფონ დერ ლაიენის და ანდრიუს კუბილიუს კურსი.

„ევრობიუროკრატებმა დაინახეს, რომ საქართველოში საზოგადოების ძალა არის რწმენაში - ეკლესიაში. ეს, განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო გამოცხადებულ გლოვის დღეებში.

კარგ გადაწყვეტილებებს გონიერი ადამიანები იღებენ, თუმცა გონიერ ადამიანებად ვერ მოვიხსენიებთ მათ, ვინც უნგრეთში და უკრაინაში ჩატარებულ გეი აღლუმებს დემოკრატიის და სინათლის გამარჯვება უწოდეს. რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა უკრაინის ეკლესიის მწყემსმთავარი და ყველამ ვნახეთ კადრები, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ მიაცილებს მას ბოლო გზაზე 200-300 ადამიანი და ეს მაშინ, როცა გეი აღლუმში 5000 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ურსულა ფონ დერ ლაიაენი ამბობს, რომ უნგრეთში ჩატარებული გეი აღლუმით გაიმარჯვა დემოკრატიამ და სინათლემ. სად არის აქ ქრისტიანულ კულტურაზე დაფუძნებული ევროპული ღირებულება?

საქართველოს არჩეული კურსი ევროპული ღირებულებაა და არასდროს იქნება ურსულა ფონ დერ ლაიენის და ანდრიუს კუბილიუსის კურსი იმიტომ, რომ ისინი გაცხადებულად ამბობენ: ევროკავშირში თუ შემოხვალ იქნები ყურმოჭრილი მონა, ჩაგატარებინებ გეი აღლუმებს, ომსაც დაგაწყებინებ თუ მომინდა და ეკონომიკურ სანქციებსაც დაგიწესებთ,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783011979

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას „უდინეზეში“ გააგრძელებს

გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდს“ დატოვებს და, დიდი ალბათობით, იტალიის სერია A-ს „უდინეზეში“ ითამაშებს – ექსკლუზიურ ინფორმაციას ​Watfordobserver-ის ჟურნალისტი ადამ დრური ავრცელებს. ამავე დროს გავრცელდა ინფო...

 გიორგი ჩაკვეტაძე

1783010007

მსოფლიო

POLITICO: გამოკითხვის თანახმად, ევროპელებს ეჭვი ეპარებათ, რომ საკუთარი ძალებით თავდაცვა შეუძლიათ

ევროპელებს სულ უფრო მეტად სურთ, თავდაცვის საკითხებში მხოლოდ საკუთარ თავზე და არა აშშ-ზე იყვნენ დამოკიდებულნი, თუმცა, POLITICO-სთვის გაზიარებული ახალი კვლევის თანახმად, არსებობს სერიოზული ეჭვები იმის თ...

ევროპული ჯარი

1783009166

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შავკატ მირზიოევს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის

მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შავკატ მირზიოევს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის და საქ...

მიხეილ ყაველაშვილ

1783005502

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, შავკატ მირზიოევთან პირისპირ შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის ორმხრივი...

საქართველოს პრეზიდენტი

1783004940

მსოფლიო

ფაშინიანმა დაადასტურა, რომ 3 ივლისს ირანს ეწვევა, რათა მონაწილეობა მიიღოს ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაში

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 3 ივლისს ირანს ეწვევა, რათა მონაწილეობა მიიღოს ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან ბრ...

ნიკოლ ფაშინიანი