შოთა ბერეკაშვილი www.ekalata.gov.ge-ზე: აქტიურად ვაკვირდებით დინამიკას და სახეზეა აქტიური კონკურენცია ქსელებს შორის. როცა ჩვენ დავიწყეთ, ჯამური ჩეკი იყო 43 ლარი და დღეს 13 პროდუქტის საუკეთესო შეთავაზება იყო 37 ლარი და 72 თეთრი

აქტიურად ვაკვირდებით დინამიკას და სახეზეა აქტიური კონკურენცია ქსელებს შორის. როცა ჩვენ დავიწყეთ, ჯამური ჩეკი იყო 43 ლარი და დღეს საღამოს, როდესაც შევამოწმე 13 პროდუქტის საუკეთესო შეთავაზება იყო 37 ლარი და 72 თეთრი ანუ სახეზე გვაქვს აქტიური კონკურენცია და ფასების 10%-იანი კლება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა ახალ საინფორმაციო პორტალზე - www.ekalata.gov.ge -ზე საუბრისას.

მისი თქმით, გაზრდილი კონკურენციის პირობებში, სახეზეა 13 საბაზისო პროდუქტზე ფასების კლება.

„ეს პლატფორმა მომხმარებლისთვის ნიშნავს, რომ ის არია ინფორმირებული. ინფორმირება კი განსაზღვრავს მომხმარებლის საუკეთესო ქცევას, მომხმარებლის საქციელი განსაზღვრავს ბაზრის მოქმედებას და ქსელები კონკურენციაში შედიან, რომ საუკეთესო შეთავაზება ჰქონდეს,
მისი თქმით, ქსელები მუდმივ კონკურენციაში არიან დაბალი ფასის შეთავაზებაზე, რაც მომხმარებლის ბიუჯეტზე აისახება.

„ჩვენ გვქონდა მოკლევადიან რეკომენდაციის ფარგლებში აღნიშნული პლატფორმის შექმნა. ეს არის ე.წ. ბერძნული მოდელი და ეფუძნება სრულყოფილად ევროპულ გამოცდილებას. აღნიშნული რეკომენდაციების ფარგლებში შეიქმნა სასურსათო კალათა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში და ჩვენი კომისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით. აღნიშნულ კალათაში შევიდა ის საბაზისო 13 პროდუქტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის.

თავის მხრივ ქსელებმა გადმოდგეს ნაბიჯი და ყოველდღიურ საუკეთესო შეთავაზებებს ახორციელებენ აღნიშნული პროდუქტების კატეგორიაზე. აქ ხდება ბრენდების ბრუნვა.

ეს პლატფორმა მომხმარებლისთვის ნიშნავს, რომ ის არის ინფორმირებული. ინფორმირებულობა განსაზღვრავს მომხმარებლის საუკეთესო ქცევას, არჩევანის გაკეთებას. მომხმარებლის საქციელი განსაზღვრავს ბაზრის მოქმედებას და ქსელები ბუნებრივ კონკურენციაში შედიან, რომ საუკეთესო ფასი შესთავაზონ აღნიშნულ 13 პროდუქტზე.

ჩვენი მიზანია, რომ საბაზისო პროდუქტებზე ჩვენი მომხმარებლის სამომხმარებლო ჩეკი შემცირდეს. აქტიურად ვაკვირდებით დინამიკას და სახეზეა აქტიური კონკურენცია ქსელებს შორის.
ქსელები აქტიურად ცდილობენ, რომ ლიდერ პოზიციაზე იყვნენ. სტატისტიკისთვის, როცა ჩვენ დავიწყეთ, ჯამური ჩეკი იყო 43 ლარი და დღეს საღამოს, როდესაც შევამოწმე 13 პროდუქტის საუკეთესო შეთავაზება იყო 37 ლარი და 72 თეთრი. ანუ სახეზე გვაქვს აქტიური კონკურენცია და ფასების 10%-იანი კლება.

მოხარული ვარ, რომ აღნიშნულმა პლატფორმამ გააჯანსაღა კონკურენცია“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783015910

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: როდესაც სიტყვიერი გამოსვლებით ან ჟესტიკულაციით გამომწვევად იქცევი, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება ექნებათ. თან ეს ხდება ვისგან - გახარიას პარტიისგან, რომელიც გახდა ჩვეულებრივი მოღალატე ქვეყნის და გუნდის

პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა და განაცხადა, რომ ახლანდელი დაპირისპირება წინა მოწვევის პარლა...

გურამ მაჭარაშვილი

1783015055

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს, რომელიც საქართველოს, სახელმწიფო ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ეწვია. მთავრ...

ირაკლი კობახიძე

1783014373

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი უკრაინასთან გამართა და 75:92 დამარცხდა. ამ მატჩის მნიშვნელობაზე ბევრი დაიწერა, ერთსაც დავამატებთ – მსოფლიო ჩემპიონატის შეს...

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები

1783012826

საზოგადოება

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსად ალექსანდრე ქაჯაია დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინა. მინი...

ახალგაზრდობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი

1783011979

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას „უდინეზეში“ გააგრძელებს

გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდს“ დატოვებს და, დიდი ალბათობით, იტალიის სერია A-ს „უდინეზეში“ ითამაშებს – ექსკლუზიურ ინფორმაციას ​Watfordobserver-ის ჟურნალისტი ადამ დრური ავრცელებს. ამავე დროს გავრცელდა ინფო...

 გიორგი ჩაკვეტაძე