გურამ მაჭარაშვილი: თავად „ნაცმოძრაობაში“ ლიდერები ერთმანეთს უპირისპირდებიან და უპირისპირდებიან საკმაოდ ღრმად. ეს წარმოაჩენს იმ ბუნებას, რა ბუნების გამოც ასეთი ტიპის პოლიტიკური პარტიები სახელმწიფოსთვის ცუდ საქმეებს აკეთებენ
გურამ მაჭარაშვილი თამარ ჩერგოლეიშვილსა და ნანუკა ჟორჟოლიანს შორის ფეისბუკ-ნახვების საკითხზე დაპირისპირებას მედიასთან აფასებს.
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ერთმანეთს უპირისპირდებიან.
„თავად „ნაცმოძრაობაში“ ლიდერები ერთმანეთს უპირისპირდებიან და უპირისპირდებიან საკმაოდ ღრმად. ეს წარმოაჩენს იმ ბუნებას, რა ბუნების გამოც ასეთი ტიპის პოლიტიკური პარტიები სახელმწიფოსთვის ცუდ საქმეებს აკეთებენ ხოლმე. აქ არ აქვს მნიშვნელობა, ჩერგოლეიშვილი იქნება თუ ჟორჟოლიანი, რომლებიც ხან ვაშაძის პრემიერობაზე ლაპარაკობენ, ახლა ჟორჟოლიანი სააკაშვილის პრემიერობაზე ალაპარაკდა. ეს ხალხი გარე სამყაროში ცხოვრობს, რეალობა რა არის საერთოდ არ ითვალისწინებენ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ნანუკა ჟორჟოლიანი და თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუკზე” განთავსებული კონტენტის ნახვების რაოდენობაზე ერთმანეთს საჯაროდ აკრიტიკებენ და შეურაცხყოფენ. პარალელურად, ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის, როგორც „ნაცმოძრაობის“ პრემიერობის კანდიდატად წარმოჩენას ცდილობს და ამბობს, რომ ამ განწყობებს ამომრჩევლებთან ტესტავს.
1788802681
მსოფლიოსტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა სამმხრივი მოლაპარაკებების დაგეგმვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მიღწეულია „მნიშვნელოვანი პროგრესი“, კერძოდ, დამატებითი სამმხრივი მოლაპარაკებების განრიგზ...
1788801303
ახალი ამბებიალექსანდრე დარახველიძე: საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით უმკაცრესი პოზიცია გვქონდეს
საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით გვქონდეს უმკაცრესი პოზიცია, - განაცხადა შინაგან ს...
1788798869
ახალი ამბებითამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს...
1788797071
ახალი ამბებიქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
ქობულეთის სანაპიროზე ზღვაში კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, კაცი ზღვაში შტორმის დროს შევიდა. მაშველებმა კაცი ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ექსკლუზივს“ შსს-ში უთხრეს, რო...
1788795593
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდა
2026 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან სიმეონ ცომოკოსთან. ინფორმაცი...































