კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
1788419933
საზოგადოებასაპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რ...
1788419734
საზოგადოებაპოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, თუ...
1788419592
საზოგადოებაოზურგეთის პოლიციამ 2 ავტომობილის გაქურდვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამ...
1788418275
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მათ მსხვერპლი სჭირდებათ. სჭირდებათ ადამიანი ციხეში, რათა თვითონ გარეთ ბრძოლის ილუზია შეინარჩუნონ. ამიტომ მათი შეძახილი - „თავისუფლება პატიმრებს!“, სინამდვილეში, სულ უფრო მეტად საპირისპირო შინაარსს იძენს
რევოლუციას მსხვერპლი სჭირდება. დამარცხებულ რევოლუციას, მით უმეტეს. და ამ მსხვერპლის როლში სწორედ ისინი აღმოჩნდნენ, ვისი წაქეზება და გამოყენებაც ყველაზე ადვილი იყო, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯ...
1788417230
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ჩვენი დამოკიდებულება არც მაშინ ყოფილა განსხვავებული და არც დღეს შეცვლილა: ეს ადამიანები მანიპულაციის მსხვერპლები არიან. ჯერ გამოიყენეს როგორც ბარიკადის ჯარისკაცები, ახლა კი პატიმარ-მსხვერპლებად იყენებენ
ჩვენი დამოკიდებულება არც მაშინ ყოფილა განსხვავებული და არც დღეს შეცვლილა: ეს ადამიანები მანიპულაციის მსხვერპლები არიან. ჯერ გამოიყენეს როგორც ბარიკადის ჯარისკაცები, ახლა კი პატიმარ-მსხვერპლებად იყენებ...



























