ლატარია: მისი მოღვაწეობა იდგა ტყუილზე, ახლაც იმავეს აგრძელებს - უკეთესობისკენ შეცვლილი ღარიბაშვილის ნაცვლად, რეალურად მივიღეთ „ქართულ ოცნებაზე“ და მის ერთგულ მხარდამჭერებზე გაბოროტებული, დაბოღმილი, დახამებული და ყველაფერზე წამსვლელი პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ მინისტრი გახდა, „გარეჯი საქართველოა“ - ს პათოსით , მანამდე იყო თავდაცვის მინისტრი და კობახიძე მდინარაძეს აბრალებს იმას, რაშიც თემატურადაც კი ვერ ექნებოდათ შეხება ვერც ახლანდელ პრემიერს და ვერც მითუმეტეს მამუკა მდინარაძეს, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

როგორც ლატარია აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილის „კლანი“, ირაკლი კობახიძეს აბრალებდა ყოველთვის ნაცების წინ წამოწევას და თითქოს ნაცებზე ხელის დაფარებას...ამას ისე ოსტატურად ახერხებდნენ, რომ საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილი ამაში თითქმის დარწმუნებული იყო.

მისივე თქმით, ივანიშვილი რომ არ მობრუნებულიყო პოლიტიკაში, დღეს, ყველანი ზუსტად ისე ვიქნებოდით ბოლომდე განეიტრალებულნი და ნაცები იბლატავებდნენ, როგორც ეს უკვე იყო ღარიბაშვილის პრემიერობის პირველ ჯერზე.

„დღეს, ძალიან ბევრ რამ გავიხსენე, ბევრი რამ აღვიდგინე მეხსიერებაში.....

რასაც ვგულისხმობ, სავარაუდოდ დავწერ ერთხელ ყველაფერს მაგრამ ახლა აწმყოზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო.....

რამდენიმე ადგილას ამოვიკითხე, რომ „ასავალ - დასავლის“ სტატიაში (სტატია მე არ წამიკითხავს პირადად) კობახიძე, მდინარაძეს აბრალებენ დავით გარეჯის აზერბაიჯანისთვის გადაცემას. ტიპი ისეთი ნაგლი და უტიფარია, ესეც კი გაბედა ...

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ მინისტრი გახდა, „გარეჯი საქართველოა“ - ს პათოსით, მანამდე იყო თავდაცვის მინისტრი და კობახიძე მდინარაძეს აბრალებს იმას, რაშიც თემატურადაც კი ვერ ექნებოდათ შეხება ვერც ახლანდელ პრემიერს და ვერც მითუმეტეს მამუკა მდინარაძეს. ეგ იგივეა, ეკონომიკის მინისტრს დააბრალო პოლიციის სამმართველოში ჩადენილი რაიმე დანაშაული...

მთელი მისი მოღვაწეობა იდგა ტყუილზე და სხვისკენ თითის გაშვერაზე და ახლაც იმავეს აგრძელებს, იმის მაგივრად ბოდიში მოიხადოს და ახსნას, საიდან აქვს ამხელა ქონება მას და მის სანათესავოს.... ?!

ალბათ, ყველანი დამეთანხმებით (მითუმეტეს ისინი, ვისაც მეტ-ნაკლებად აქვს ინფორმაციები შიგნიდან), რომ ირაკლი ღარიბაშვილის „კლანი“, ირაკლი კობახიძეს აბრალებდა ყოველთვის ნაცების წინ წამოწევას და თითქოს ნაცებზე ხელის დაფარებას...ამას ისე ოსტატურად ახერხებდნენ, რომ საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილი ამაში თითქმის დარწმუნებული იყო....

ფაქტებმა საერთოდ სხვა სურათი დაგვანახა, კობახიძეა ის, ვინც მართლაც ბოლომდე დაადუღა „ენმ“ და მათი ლიდერშიპი...

რამდენი რამ მახსენდება და ბრაზთან ერთად, გულის არევის შეგრძნებაც კი მაქვს, „პადობნი“ ვირთხობა, მე, მართლა არც კი გამიგია, ბინძურ პოლიტიკაშიც კი....

დილამდე შემიძლია ვწერო, მაგრამ ყველაზე მეტად მაინტერესებს, საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი ნარკოტიკი როგორ შემოდიოდა 2021-2024 წლებში?.... ტონობით ნარკოტიკია ამოღებული და თბილისი პატარა ქალაქია და აბა დააკვირდით, ბოლო პერიოდში გინახავთ ნარკოტიკის დამდებები სადმე?.. ნარკოტიკს ვერასოდეს გააქრობ, მაგრამ ეს ხომ ჩვენი ქალაქია? თუნდაც სოფლებში, ყველას ვიღაც გვყავს სადღაც და გავიკითხოთ აბა, რა ხდებოდა 2021/24 ში ნარკოტიკის დადებების მხრივ და რა ხდება ახლა?....

სიმართლე თუ გინდათ, ჯარისთვის განკუთვნილ თანხების მითვისებაზე მეტად, ნარკოტიკების შემოტანის „ქეისი“ უფრო მაინტერესებს..... როგორ? საიდან? ვისი მხარდაჭერით?....ვისი „კრიშით“?

აღნიშნულ პოსტში თუ რაიმე სიტყვასა ან/და მითითებაში ნახავთ არასწორად დასმულ საკითხს, შემიძლია გიპასუხოთ ნებისმიერს......

ამასთანავე მაინტერესებს, რატომ იყო 2021/24 წლებში, ბიძინა ივანიშვილზე წარმოუდგენლად ბინძური კამპანიები? ... სწორედ მაგ პერიოდში იყო აუხსნელად და საკმაოდ მძიმე და ბინძური მეთოდებით, ,,ქართული ოცნების" დამფუძნებლის წინააღმდეგ იერიშები...

მთელი ეს დღეებია ვაკვირდები, ვამოწმებ პროფილებს და ვისაც დღეს ღარიბაშვილის ფოტო ან/და მხარდამჭერი პოსტი აქვს, 2021/24 წლებში (90 პროცენტს მათგანი) ივანიშვილის წინააღმდეგ სიგიჟური და მკაფიოდ გამოკვეთილი ზიზღს ამთხვევდა..

რა თქმა უნდა მე ბევრი რამ არ ვიცი რა და როგორ მოხდა, მაგრამ სადაც ხელი, თვალი და ყური მიმიწვდება, სწორედ მანდედან გამომდინარე ვაკეთებ ანალიზს....

ასევე არ ვიცი ვინ, რას და როგორ ფიქრობს, მაგრამ ივანიშვილი რომ არ მობრუნებულიყო პოლიტიკაში, დღეს, ყველანი ზუსტად ისე ვიქნებოდით ბოლომდე განეიტრალებულნი და ნაცები იბლატავებდნენ, როგორც ეს უკვე იყო ღარიბაშვილის პრემიერობის პირველ ჯერზე....ისევ გაგვამწარებდა ელისო კილაძე თავისი გამოგონილი ბრალდებებით, ისევ გამდიდრდებოდნენ ბობოლა ნაცები და საბოლოოდ მივიდოდით უდიდეს შეტაკებამდე...

მოკლედ, უკეთესობისკენ შეცვლილი ღარიბაშვილის ნაცვლად, რეალურად მივიღეთ: ,,ქართულ ოცნებაზე" და მის ერთგულ მხარდამჭერებზე გაბოროტებული, დაბოღმილი, ასმაგად დახამებული, ყველაფერზე წამსვლელი (არ სანქცირებისა და უდიდესი ქონების დაგროვების სანაცვლოდ) - პრემიერი!!!

და ბოლოს, ყველაზე მეტად გულს მირევთ ისინი, „ქართულ ოცნებას“, რომ აგინებთ და ბიძინა ივანიშვილს ვითომ აქებთ.. (ეგ სკოლა უკვე გავიარეთ, თან არაერთხელ, ამიტომ არ გამოგივათ, შანსია ნული“...

ბოლომდე და ყველაფერზე უნდა აგოს პასუხი ყველამ, ვინც უღალატა ქვეყანას, გუნდს და იმას, ვინც გაზარდა და კაცად აქცია!...არანაირი დანდობა - წერტილი..“, - წერს ლატარია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788802681

მსოფლიო

სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა სამმხრივი მოლაპარაკებების დაგეგმვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მიღწეულია „მნიშვნელოვანი პროგრესი“, კერძოდ, დამატებითი სამმხრივი მოლაპარაკებების განრიგზ...

სტივ უიტკოფმა

1788801303

ახალი ამბები

ალექსანდრე დარახველიძე: საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით უმკაცრესი პოზიცია გვქონდეს

საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით გვქონდეს უმკაცრესი პოზიცია, - განაცხადა შინაგან ს...

ალექსანდრე დარახველიძე

1788798869

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს...

თამარ იოსელიანი

1788797071

ახალი ამბები

ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო

ქობულეთის სანაპიროზე ზღვაში კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, კაცი ზღვაში შტორმის დროს შევიდა.  მაშველებმა კაცი ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ექსკლუზივს“ შსს-ში უთხრეს, რო...

შავ ზღვაში მამაკაცს ეძებენ

1788795593

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდა

2026 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან სიმეონ ცომოკოსთან. ინფორმაცი...

მაკა ბოჭორიშვილი