თამარ ჩერგოლეიშვილი: მიშას უნდა დომინაცია და გზადაგზა სამარცხვინო სისულელეებს იგონებს - ისიც და მისი მფრინავი მაიმუნებიც, ნანულა იქნება თუ სხვა

„ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების მხრიდან წამოსულ ბრალდებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობას“ დომინაცია უნდა და სამარცხვინო სისულელეებს იგონებს „მფრინავ მაიმუნებთან“ ერთად, როგორიცაა, მაგალითად, ნანუკა ჟორჟოლიანი.

ჩერგოლეიშვილის თქმით, ერთადერთი სწორი პასუხი, სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ჭორებზე არის მისთვის „კეფაში წათაქება“, ვინაიდან, მისი ამოცანა არა სიმართლის გარკვევა, არამედ, დაკარგული დომინაციის დაბრუნებაა ყველაფრის ფასად.

„საერთოდ არანაირი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მანიპულატორ ნარცისებთან და მათ მფრინავ მაიმუნებთან არგუმენტირებულ დებატებს - ა რ ა ნ ა ი რ ი!

ამას გეტყვით ნებისმიერი საშუალო დონის ფსიქოლოგი/ფსიქიატრი.

თქვენ მართლა ფიქრობთ რომ რომელიმეს სჯერა, ოთხიანი რომ ხუთიანი ეგონა ხალხს?

არა, დაჩაგვრა, დომინაცია უნდათ და იგონებენ!

მიშას უნდა დომინაცია, ამისთვის იგონებს ჭორებს, იწყებს მადისკრედიტირებელ კამპანიებს, მერე თავს იმსხვერპლებს, მერე გეჩხუბება რომ უღალატე …

ანუ მას არ აინტერესებს არანაირი არგუმენტი, სიმართლე არაა მისთვის მნიშვნელოვანი.

სამუდამოდ დაკარგულ დომინაციას ებღაუჭება სასოწარკვეთილად და გზადაგზა ამ სამარცხვინო სისულელეებს იგონებს - ისიც და მისი მფრინავი მაიმუნებიც (ნანულა იქნება თუ სხვა…)

ერთადერთი სწორი პასუხი არის რომ კეფაში წაუთაქო ყველა ხმის ამოღებაზე და თავისი ადგილი მიუჩინო იქამდე, ვიდრე შეეგუება.

არანაირი, ვიმეორებ ა რ ა ნ ა ი რ ი მნიშვნელობა არგუმენტებს არ აქვს, რადგან მისი ამოცანა არა სიმართლის გარკვევა არამედ დაკარგული დომინაციის დაბრუნებაა ყველაფრის ფასად -
ცხადია კომიკურია ეს ამოცანა და ვერაფრის ფასად ვერ მიაღწევს, მხოლოდ თავს გაინადგურებს ბოლომდე - პრობლემა ისაა, რომ ეს მაოხრებელი გზირი დროს გვაფლანგინებს და ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.

P.S. მერწმუნეთ, არგუმენტები რომ ჭრიდეს 2008-2016 წლებში გაჭრიდა - არ დაგვიკლია ბოლო ვიყო, და ჩვენზე უკეთეს არგუმენტებს თქვენ ვერ მოიგონებთ, იმიტომ რომ არ არსებობს“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780651395

საზოგადოება

თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე პროცესები კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს როლს შუა დერეფანში

საპროექტო მაჩვენებლებით, გამტარუნარიანობა 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზარდა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინი...

თამარ იოსელიანი

1780650010

საზოგადოება

პაპუაშვილი: საქართველოში სადაზვერვო ქსელების გამოვლენას არ სჭირდება აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილება - ჯო უილსონმა განაცხადა, რომ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და როგორც ჩანს, მშვიდი სიბერის უზრუნველყოფისთვის მას სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა

ის [ჯო უილსონი], რომ ლობისტურ საქმიანობებშია გარეული, არაერთხელ გამოჩენილა, მათ შორის ფარას რეესტრიდან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც აშშ-ი...

შალვა პაპუაშვილი

1780648310

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი უკრაინაზე: მთავარი დამნაშავეები არიან ისინი ვინც ეს ომი დაუშვა. რუსეთი არის ის, ვინც ეს ომი დაიწყო და დასავლეთი არის ის, ვინც ეს ომი დაუშავა. სამშვიდობო შეთანხმების პირობა იქნება, როგორც ჩანს დიდი ალბათობით ტერიტორიების დათმობა

რაც შეეხება სამართლიან შედეგებს უკრაინისთვის, ერთადერთი სამართლიანი შედეგი არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დეოკუპაცია და მისი სუვერენიტეტის პატივისცემა. ეს არის ერთადერთი სამართლიანი შედ...

შალვა პაპუაშვილი

1780647540

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაზე: რაც უსამართლობას დაუნგრევია, ის სამართლიანობამ უნდა ააშენოს. ესაა ალბათ ის მოლოდინი, რაც გვაქვს

რაც უსამართლობას დაუნგრევია, ის სამართლიანობამ უნდა ააშენოს. ესაა ალბათ ის მოლოდინი, რაც გვაქვს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის პერსპექტივაზე. ჟურ...

შალვა პაპუაშვილი

1780646645

ახალი ამბები

რუსთავში არასრულწლოვანმა 50 წლის კაცი მოკლა

რუსთავში არასრულწლოვანმა 50 წლის კაცი მოკლა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ჭრილობა კაცს ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ბრალდებული  პოლიცია ცხელ კვალზე დააკავა. სხ...

პოლიცია, ლენტი