ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ვერავინ ნახავს ვერცერთ გამოსვლაში, რომ ჩვენ და 5 ნომერი ვართ ერთი - ნიშნავს თუ არა ეს რომ არსად, არასდროს 4-იანის რომელიმე კოორდინატორს არ უთქვამს რომელიმე ენმ-ს მხარდამჭერისთვის რომ 4-იანი და 5-იანი ერთია?

მე დავსწრებივარ კოალიციის მინიმუმ 2-3 შეხვედრას მაინც, დასაწყისში, სადაც სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილში ერთ-ერთ გამოწვევად იყო დასახელებული 5 ნომერთან ეფექტურად გამიჯვნა, ანუ იმის საპირისპირო რასაც აბრალებენ კოალიციას, - წერს „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ლიდერების არც ერთ გამოსვლაში, ირიბი მინიშნებაც კი არ ყოფილა იმის შესახებ, რომ „ახალი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი და იგივეა, თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ რომელიმე კოორდინატორს არ უთქვამს რომელიმე ენმ-ის მხარდამჭერისთვის, რომ 4-იანი და 5-იანი ერთია.

„წლებია ნულ ყურადღებას ვუთმობ ასეთ რაღაცებს, მაგრამ ისეთი ამბავი ატყდა რომ ყველა ხვრელიდან შემომიძვრა და რადგან მეც მეხება, ესაა რაზეც შემიძლია დავიგინო და დავიფიცო ყველაფერი

1. მე ვესწრებოდი კოალიციის ლიდერშიპის ყველა თუ არა შეხვედრების აბსოლუტურ უმრავლესობას და არ ყოფილა არცერთი შემთხვევა რომ ვინმეს ოდესმე გაეჟღერებინოს იდეა - „ნაცების მხარდამჭერები მოვატყუოთ თითქოს ჩვენც მიშას პარტია ვართ“

2. მე დავსწრებივარ კოალიციის მინიმუმ 2-3 შეხვედრას მაინც, დასაწყისში, სადაც სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილში ერთ-ერთ გამოწვევად იყო დასახელებული 5 ნომერთან ეფექტურად გამიჯვნა (ანუ იმის საპირისპირო რასაც აბრალებენ კოალიციას)

3. ყველა ჩვენი კვლევა აჩვენებდა რომ კოალიციის მხარდამჭერების 1/3 იყვნენ „არც ნაცი/არც ქოცი“ მოქალაქეები. შეიძლება პროპორცია მეშლებოდეს, მაგრამ ზუსტად მახსოვს რომ მნიშვნელოვანი წილი იყო (არ მჯეროდა სანამ რამდენჯერმე არ მანახეს და ამიტომ დამამახსოვრდა). მათთვის თქმა რომ ჩვენ და 5 ერთი ვართ, ნიშნავდა სეპუკუს გაკეთებას

4. მე ვიარე მელიასთან და ლაკასთან ერთად რეგიონების დიდ ნაწილში. ნუ, ალბათ იმის მესამედი მაინც რაც მელიამ იარა. ჩვენ გვქონდა უამრავი შეხვედრები, როგორც ღია სივრცეში, ისე დახურულში. ყველგან იყო უამრავი კამერა და მობილური. არ არსებობს არცერთი ჩანაწერი, სადაც ან მე, ან მელია, ან ლაკა, ან ვინმე სხვა კოალიციიდან შეხვედრაზე მოსულ ადამიანებს ეუბნებოდეს, თუნდაც მინიშნებით, რომ ჩვენ და 5 ნომერი ერთნი ვართ. საპირისპირო არსებობს

5. ჩვენ გვქონდა 3 დიდი შეხვედრა სამ დიდ ქალაქში, სადაც იყო სიტყვით გამოსვლები, ჯამში ალბათ 30 მაინც. ვერავინ ნახავს ვერცერთ გამოსვლაში თუნდაც ირიბ მინიშნებას მაინც იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენ და 5 ნომერი ვართ ერთი. საპირისპიროს კი

6. მე მაშინ ვიყავი დიდი ერთობის და ერთიანი სიის მხარდამჭერი (ახლაც იგივე აზრზე ვარ) და არ მომწონდა (რბილად რომ ვთქვა) პარტიებს/კოალიციებს შორის დაპირისპირება (არც ახლა მომწონს). ამ ხედვის ერთერთი საწინააღმდეგო არგუმენტი რასაც კოალიციაში მისახელებდნენ, იყო ის რომ ადგილზე 4-იანის და 5-იანის პარტიული ხალხი ისე იყვნენ დაპირისპირებული რომ მათი ერთად მუშაობა შეუძლებელი იქნებოდა. მე ეს არ მჯეროდა, თუმცა მერე საკუთარი თვალით ვნახე რამდენიმე რაიონში რა ხდებოდა (არა ყველგან ცხადია). იმ რაიონებში საუბარი იმაზე რომ 4-იანის ხალხი დადიოდა და ხალხს ეუბნებოდა იგივე 5-იანი ვართო, უბრალოდ სასაცილოს მიღმაა

7. საზღვარგარეთი იყო ერთადერთი ადგილი სადაც ჩვენი ხალხი ემიგრანტებს ეუბნებოდნენ რომ საერთო საქმეს აკეთებდნენ როდესაც მათ ეხმარებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომაში ან ხელმოწერების შეგროვებაში. ამას ეუბნებოდნენ როგორც ენმ-ს ისე ლელოს და გახარიას მხარდამჭერებს. იქ ჩვენ მხარდამჭერებს არ ვაგროვებდით. ვეხმარებოდით ემიგრანტებს რომ მოეთხოვათ დამატებითი უბნების გახსნა. და ეს იყო საერთო საქმე, რომელიც მათ შორის კეთდებოდა ენმ-ს ცენტრალურ ოფისთან და ლელოსთან კოორდინაციაში ნიშნავს თუ არა ეს რომ არსად, არასდროს 4-იანის რომელიმე კოორდინატორს არ უთქვამს რომელიმე ენმ-ს მხარდამჭერისთვის რომ 4-იანი და 5-იანი ერთია? არა, არ ნიშნავს.

მაგრამ ეს 100%-ით ნიშნავს რომ ეს არ ყოფილა 4-იანის სტრატეგია. პირიქით.

და პირიქით სტრატეგია აღმოჩნდა სწორი.

უფრო სწორი იქნებოდა ყველა ერთად, ერთიანი სია და ნული კონკურენცია, მაგრამ არ იყო, ვერ ჩამოიტანეს“, - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780653912

საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. „ძვირფასო მგზავრებო! გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო...

საქართველოს რკინიგზა

1780651395

საზოგადოება

თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე პროცესები კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს როლს შუა დერეფანში

საპროექტო მაჩვენებლებით, გამტარუნარიანობა 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზარდა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინი...

თამარ იოსელიანი

1780650010

საზოგადოება

პაპუაშვილი: საქართველოში სადაზვერვო ქსელების გამოვლენას არ სჭირდება აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილება - ჯო უილსონმა განაცხადა, რომ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და როგორც ჩანს, მშვიდი სიბერის უზრუნველყოფისთვის მას სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა

ის [ჯო უილსონი], რომ ლობისტურ საქმიანობებშია გარეული, არაერთხელ გამოჩენილა, მათ შორის ფარას რეესტრიდან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც აშშ-ი...

შალვა პაპუაშვილი

1780648310

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი უკრაინაზე: მთავარი დამნაშავეები არიან ისინი ვინც ეს ომი დაუშვა. რუსეთი არის ის, ვინც ეს ომი დაიწყო და დასავლეთი არის ის, ვინც ეს ომი დაუშავა. სამშვიდობო შეთანხმების პირობა იქნება, როგორც ჩანს დიდი ალბათობით ტერიტორიების დათმობა

რაც შეეხება სამართლიან შედეგებს უკრაინისთვის, ერთადერთი სამართლიანი შედეგი არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დეოკუპაცია და მისი სუვერენიტეტის პატივისცემა. ეს არის ერთადერთი სამართლიანი შედ...

შალვა პაპუაშვილი

1780647540

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაზე: რაც უსამართლობას დაუნგრევია, ის სამართლიანობამ უნდა ააშენოს. ესაა ალბათ ის მოლოდინი, რაც გვაქვს

რაც უსამართლობას დაუნგრევია, ის სამართლიანობამ უნდა ააშენოს. ესაა ალბათ ის მოლოდინი, რაც გვაქვს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის პერსპექტივაზე. ჟურ...

შალვა პაპუაშვილი