GWP: მომხმარებლებს, რომელთაც დავალიანება შეცდომით დაერიცხათ, არასწორად დარიცხული თანხები დაუკორექტირდებათ

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მოქმედი კანონმდებლობისა და სემეკის N32 დადგენილებით დამტკიცებული წესების შესაბამისად, 2026 წლის აგვისტოში, წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე არსებული დაურეგისტრირებელი მიერთებების აღრიცხვისა და მოწესრიგების პროცესი განახორციელა, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

„აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა ყველა მომხმარებლისთვის თანაბარი და სამართლიანი პირობების უზრუნველყოფას, სისტემაში არსებული დაურეგისტრირებელი ობიექტების იდენტიფიცირებასა და მოწესრიგებას.

მონაცემთა დამუშავების პროცესში გამოვლინდა ტექნიკური და სისტემური ხარვეზები, რის შედეგადაც დაფიქსირდა ცდომილებები და რიგ აბონენტებს არასწორად დაერიცხათ დავალიანება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღიარებს დაშვებულ შეცდომას, მუშაობს ხარვეზის გამოსასწორებლად და ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი ვითარებისთვის.

კომპანიის შესაბამისი სამსახურები ინდივიდუალურად განიხილავენ თითოეული აბონენტის შემთხვევას. მომხმარებლებს, რომელთაც დავალიანება შეცდომით დაერიცხათ, ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით 10 სექტემბერს, დღის ბოლომდე მიეწოდებათ და არასწორად დარიცხული თანხები დაუკორექტირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბონენტებს შეუძლიათ მიმართონ ჯივიპის ცხელ ხაზსა და სერვის ცენტრებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უზრუნველყოფს თითოეული საკითხის ინდივიდუალურ, ოპერატიულ განხილვასა და დარიცხული თანხის დაკორექტირებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788858966

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დარღვევები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სააგენტოს ინსპექტორების მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დარღვევები გამოვლინდა აჭა...

სურსათის ეროვნულმა სააგენტო

1788858238

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: ზურგში დანა როგორ ჩავარტყით?! 5 მლნ დოლარი შევიტანეთ მასთან სახლში, საათები და ოქროს ზოდები დავალაგეთ, მერე ჩხრეკა მოვაწყვეთ და ეს ყველაფერი ამოვიღეთ?! - თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა

ირაკლი ღარიბაშვილმა თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა და რაც მალე გააცნობიერებს ამას, უკეთესი იქნება, - თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი პატიმრობაში მყოფ...

თენგიზ შარმანაშვილმა.

1788856766

ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში შეხვედრა გამართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში ახალგაზრდებს შეხვდა. გიორგი შარაბიძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწო...

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე

1788856766

ახალი ამბები

საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულად კორტნი ოსტრიანი დაინიშნა

საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულად კორტნი ოსტრიანი დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებით, ოსტრიანი აშშ-დან საქართველოში ცოტ...

კორტნი ოსტრიანი

1788856164

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად ნორვეგიის სამეფოს ეწვევა და მისი უდიდებულესობის, მეფე ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. ინფორმაცია...

მიხეილ ყაველაშვილი