გივი მიქანაძე: PISA-ს კვლევის თანახმად, საქართველო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღწევების თვალსაზრისით, 91 ქვეყანას შორის, პირველ ადგილს იკავებს

„2025 წლის პიზას კვლევის შედეგები გასაჯაროვდა, რომლითაც ჩვენ მივიღეთ ძალიან სასიხარულო ინფორმაცია. დაფიქსირდა, რომ საქართველომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში სამივე მიმართულებით - ეს არის მათემატიკა, კითხვა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - პროგრესს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მათემატიკის მიმართულებით განსაკუთრებული პროგრესი დაფიქსირდა – საქართველო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღწევების თვალსაზრისით, 91 ქვეყანას შორის, პირველ ადგილს იკავებს“, - აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მიღწევების გლობალური კლების პირობებში, საქართველო ინარჩუნებს გაუმჯობესების სტაბილურ ტენდენციას და პოზიტიურ დინამიკას – საერთაშორისო ტენდენცია სამივე მიმართულებით შედეგების კლებაა, ამის საპირისპიროდ, საქართველომ მიღწევები გააუმჯობესა.

„მიღწეული პროგრესი ხაზს უსვამს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობასა და იმ ძალისხმევას, რომელიც ამ მიმართულებით თითოეული მასწავლებლის, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან იდება ამ პროცესში.

განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს ის გარემოება, რომ საქართველო 2010 წლიდან არის ჩართული PISA-ს საერთაშორისო კვლევებში და ასეთი პროგრესი საქართველოს არასოდეს დაუფიქსირებია.

2022 წლის კვლევაში 81 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას ახლა კი 2025 წლის კვლევაში უკვე 91 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, რაც კიდევ უფრო წარმოსაჩენს ახდენს იმ შედეგებს, რომელსაც საქართველომ ამ კვლევების შედეგად მიაღწია.

ქალაქისა და სოფლის მოსწავლეთა მიღწევებს შორის გვაქვს დაახლოების საკმაოდ მნიშვნელოვანი დინამიკა, რაც ძირითადად განპირობებულია იმით, რომ სოფლის სკოლების მოსწავლეების მიღწევები, განსაკუთრებით მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მნიშვნელოვნად ამაღლდა. ასევე კვლევამ აჩვენა, რომ სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს არ აქვს არსებითი გავლენა მოსწავლეთა მიღწევებზე, რაც ცალსახად პოზიტიური მაჩვენებელია თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები ძალიან დადებითად აფასებენ სკოლაში არსებულ სასწავლო გარემოს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788860628

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 8 ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 8 ადამიანს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგი...

პროკურატურა

1788859991

საზოგადოება

GWP: მომხმარებლებს, რომელთაც დავალიანება შეცდომით დაერიცხათ, არასწორად დარიცხული თანხები დაუკორექტირდებათ

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მოქმედი კანონმდებლობისა და სემეკის N32 დადგენილებით დამტკიცებული წესების შესაბამისად, 2026 წლის აგვისტოში, წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე არსებული დაურეგისტრირებელი მიე...

წყალი შეწყდება

1788858966

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დარღვევები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სააგენტოს ინსპექტორების მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დარღვევები გამოვლინდა აჭა...

სურსათის ეროვნულმა სააგენტო

1788858238

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: ზურგში დანა როგორ ჩავარტყით?! 5 მლნ დოლარი შევიტანეთ მასთან სახლში, საათები და ოქროს ზოდები დავალაგეთ, მერე ჩხრეკა მოვაწყვეთ და ეს ყველაფერი ამოვიღეთ?! - თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა

ირაკლი ღარიბაშვილმა თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა და რაც მალე გააცნობიერებს ამას, უკეთესი იქნება, - თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი პატიმრობაში მყოფ...

თენგიზ შარმანაშვილმა.

1788856766

ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში შეხვედრა გამართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში ახალგაზრდებს შეხვდა. გიორგი შარაბიძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწო...

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე