თენგიზ შარმანაშვილი: ზურგში დანა როგორ ჩავარტყით?! 5 მლნ დოლარი შევიტანეთ მასთან სახლში, საათები და ოქროს ზოდები დავალაგეთ, მერე ჩხრეკა მოვაწყვეთ და ეს ყველაფერი ამოვიღეთ?! - თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა
ირაკლი ღარიბაშვილმა თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა და რაც მალე გააცნობიერებს ამას, უკეთესი იქნება, - თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს ეხმაურება.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა კონკრეტული დანაშაული აღიარა და რომც არ ეღიარებინა, ჩხრეკის დროს სახლში ისეთი რაღაცები აღმოაჩნდა, რომელთა კანონიერების გამართლება ვერ შეძლო.
„ზურგში დანა როგორ ჩავარტყით?! 5 მლნ დოლარი შევიტანეთ მასთან სახლში, 100 ათას დოლარზე ნაკლები რომ არც ერთი არ ღირდა, ის საათები და ოქროს ზოდები დავალაგეთ, მერე ჩხრეკა მოვაწყვეთ და ეს ყველაფერი ამოვიღეთ?! მან თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა და რაც მალე გააცნობიერებს ამას, უკეთესი იქნება. პოლიტიკური დევნა როგორ არის, აბა?! მან კონკრეტული დანაშაული აღიარა. რომც არ ეღიარებინა, ჩხრეკის დროს სახლში ისეთი რაღაცები აღმოაჩნდა, რომლის კანონიერების გამართლება მან ვერ შეძლო. ზურგში დანა როგორ ჩავარტყით, როცა სახლში ისეთი რაღაცები უპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითონ ჩაირტყა დანა!“ - აღნიშნა შარმანაშვილმა.
1788855614
საზოგადოებაჭეიშვილი ღარიბაშვილზე: გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. სამართლიანად იხდის სასჯელს. აჯობებს საზოგადოებას უთხრას, საიდან ჰქონდა 12 მილიონი და ის სიმდიდრე, რაც მისი სახლიდან ამოიღეს
ირაკლი ღარიბაშვილს კი არა, მიხეილ სააკაშვილს არ დევნის არავინ - ფაქტია, რომ შეცდომაშია შეყვანილი. გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. ის სასჯელს სამართლებრივად იხდის, - განაცხადა „ქართულ...
1788853989
საზოგადოებაუცხო ქვეყნის მოქალაქის შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღების ორგანიზების ფაქტებზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქის შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მა...
1788853598
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: ოპოზიციაში ვიდრე წესრიგის განმსაზღვრელი „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილია, საერთო ენას ვერ გამოძებნიან, დაიშლებიან და 2028 წლის არჩევნებამდეც ვერ მივლენ
ოპოზიციაში კრიზისია. მათი გაერთიანება არაერთხელ მოხდა, მაგრამ იმდენჯერ დაიშალნენ, რეკორდსაც მიაღწიეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციაში...
1788852465
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მე-5 წერილზე: წერილში, გარდა ზოგადი კონტექსტისა, სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება და ახსნა-განმარტება არ ყოფილა
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ მეხუთე წერილს ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხ...
1788851710
საზოგადოებასგპ „ყაზბეგისა“ და „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,ყაზბეგის“ და ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებ...


























