ზურაბ აბაშიძე: ალილო არის დღესასწაული, რომელშიც ქრისტეს შობის სიხარული ქველმოქმედებას ერწყმის
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს წევრებმა შობის დღესასწაულზე ალილოს ტრადიციულ მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს წევრებთან ერთად პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს შობა მიულოცა და მეალილოეებს საშობაო ნობათი გადასცა.
ალილოს მსვლელობისას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს მიულოცა შობის დღესასწაული და განაცხადა, რომ შობა-ახალი წელი ჩვენი ერისთვის განსაკუთრებული სულიერი ერთობის დროა.
„ქრისტეს შობა გვახსენებს სიყვარულისა და სიკეთისა მნიშვნელობას, იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ჩვენი საზოგადოება. ალილო კი საუკუნოვანი ტრადიციაა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან კიდევ უფრო აახლოებს. ეს არის დღესასწაული, რომელშიც სიხარული ქველმოქმედებას ერწყმის.
გილოცავთ ქრისტეს შობას! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცესა და იმედით სავსე მომავალს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
1767881662
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6974 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...
1767879661
ახალი ამბებისასამართლომ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა არ შეუცვალა
20 ივნისის საქმეზე, გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ამასთან, გადაისინჯა გახარიასთვის დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება...
1767877223
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: სამართლებრივი შეფასებების ნაცვლად, ვენეციის კომისია პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს, აშშ-ის გადაწყვეტილება გასაკვირი ნამდვილად არ არის
ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ბოლო წლებში თვალყურს ვადევნებთ, რომ სამართლებრივი შეფასებების ნაცვლად, ისინი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმ...
1767874933
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აშშ-ის პოზიცია ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს და ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას ვადევნებთ თვალს
მმართველ გუნდში ვენეციის კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებენ. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავ...
1767870673
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატებზე: ვერ აანალიზებენ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უკვე ძალიან კარგად არჩევენ რეალობას ზღაპრებისგან და ამით ისინი კიდევ უფრო იზიანებენ უკვე დაზიანებულ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში
„სამწუხარო, 2026 წელიც ევრობიუროკრატებმა იგივე რიტორიკით დაიწყეს. პრინციპში, ჩვენ სხვას არც არაფერს ველოდით“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა...































