შსს-მ მარნეულში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლისა და თურქეთის რესპუბლიკის ართვინის პროვინციის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, განზრახ
მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით - 2002 წელს დაბადებული პირი სასაზღვრო სექტორ „კარწახის“ ტერიტორიაზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულში მდებარე ერთ-ერთ ოქროულობის მაღაზიაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა მამა-შვილი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„დაჭრილები სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავის ვინაობა მალევე დაადგინეს და მის მიმართ კანონით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გატარდა.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მადლობას ვუხდით თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საბაჟო და საგარეო ვაჭრობის სამსახურის წარმომადგენლებს ოპერატიული თანამშრომლობისთვის. ქართულ მხარეს თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებთან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მჭიდრო და ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, მათთან კოორდინაციით გახსნილია არაერთი, მათ შორის მძიმე კატეგორიის დანაშაული“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1767879661
ახალი ამბებისასამართლომ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა არ შეუცვალა
20 ივნისის საქმეზე, გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ამასთან, გადაისინჯა გახარიასთვის დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება...
1767877223
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: სამართლებრივი შეფასებების ნაცვლად, ვენეციის კომისია პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს, აშშ-ის გადაწყვეტილება გასაკვირი ნამდვილად არ არის
ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ბოლო წლებში თვალყურს ვადევნებთ, რომ სამართლებრივი შეფასებების ნაცვლად, ისინი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმ...
1767874933
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აშშ-ის პოზიცია ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს და ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას ვადევნებთ თვალს
მმართველ გუნდში ვენეციის კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებენ. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავ...
1767870673
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატებზე: ვერ აანალიზებენ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უკვე ძალიან კარგად არჩევენ რეალობას ზღაპრებისგან და ამით ისინი კიდევ უფრო იზიანებენ უკვე დაზიანებულ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში
„სამწუხარო, 2026 წელიც ევრობიუროკრატებმა იგივე რიტორიკით დაიწყეს. პრინციპში, ჩვენ სხვას არც არაფერს ველოდით“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა...
1767867997
ახალი ამბებიპროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცემის და ძალადობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცემის და ძალადობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სა...































