"დღეს მოსამართლე - ლიანა ორკოდაშვილმა ჩვეული ღირსებით და კვალიფიციურობით აღასრულა სამართალი" - მარიამ კუბლაშვილი ილია ჯიშკარიანის გამამართლებელ განაჩენს ეხმაურება

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში, საკრებულოს ყოფილ დეპუტატ ილია ჯიშკარიანის სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გამამართლებელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს:

"ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი ილია ჯიშკარიანის საქმის შესახებ, რამდენიმე დღეში შევხვდებით ლაივში და საქმის მნიშვნელოვან დეტალებზე ვისაუბრებ, რაც ნათელს მოჰფენს თუ რატომ მიიღო სასამართლომ  გამამართლებელი განაჩენი.

დღეს მოსამართლე - ლიანა ორკოდაშვილმა ჩვეული ღირსებით და კვალიფიციურობით აღასრულა სამართალი.

სიმართლე გითხრათ არ გამკვირვებია, ქართულ მართლმსაჯულებას უდიდესი კორიფე, მცველი ჰყავს აღნიშნული მოსამართლის სახით და ურყევი, მიუკერძოებელი, უშიშარი მსაჯული.

წარსულში შეგნებულად თავს ვიკავებდი მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმებზე კომენტარისგან, რადგან პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა რამდენი რამ მაქვს სათქმელი.

მადლობა მას, რომ არ შეშინდა მოსალოდნელი თავდასხმების და ანტიპიარის გამო, წინ დააყენა სამართლიანობა და სწორედ ამიტომ გახლავთ განსაკუთრებული.

ჩემ წარმოდგენებში სწორედ ასეთი იყო მოსამართლე ყოველთვის, მადლობა, მან ყველაზე ძვირფასი დაბადების დღის საჩუქარი გამიკეთა დღეს, რაც არის ჩემი საქმიანი რეპუტაცია და სამართლიანობის აღდგენით განცდილი უდიდესი ბედნიერება",- წერს კუბლაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "არაოფიციალური ვერსიით, წყალში გადავარდნისას გული გაუსკდა" - ბორჯომში ტრაგიკულად დაღუპული მოზარდის ვინაობა ცნობილია

* სასამართლომ საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი ყველა წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა

*  "დანიის სამეფომ საქართველოში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მიიღო" - საგარეო უწყება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794058847

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი: გია ხუხაშვილის პროგნოზების სიზუსტე და მათი პოლიტიკური შედეგები ერთმანეთს მშვენივრად შეეფერება – ზუსტად შესაფერისი მრჩეველია, ბატონო გია, საბედნიეროდ არქივები არ იწვიან

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილს ეხმაურება და კითხვით მიმართავს, თუ რა იცის ისეთი ბიძინა ივანიშვილისა და ისრაელის ელჩის შეხვედრის შინაარსზე, რომ ასე თავდაჯერებით საუბრობს. მ...

ნიკოლოზ მეტრეველი

1794056195

ახალი ამბები

თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კეიტ დილონს შეხვდა

აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, განათლებისა და კულტურის ბიუროს ხელმძღვანელს კეიტ დილონს შეხვდა. როგორც თამარ ტალიაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინ...

თამარ ტალიაშვილი

1794054675

ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2026“ ჩატარდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2026“ ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა...

საქართველოს თავდაცვის ძალები

1794052240

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: ყველასთვის ნათელია, რომ არც ხალხის ხოცვას, არც წამებას, არც თავისუფალი მედიის დარბევასა და ტერორს ნანობენ - სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო

„ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, შიზოიდი მიშა და მისი სექტა, მორიდებით საუბრობდნენ 7 ნოემბერზე, იმედის მხეცურ დარბევაზე, სანდრო გირგვლიანის თემაზე და აჩვენებდნენ ხალხს, ვითომ ნანობდნენ“, - წერს გიორგი...

გიორგი გამსახურდია

1794052112

ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული PSG-ს წევრი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანი გამოსვლის გამო გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს. ინფორმაციას ფრანგული კლუბი ავ...

ხვიჩა კვარაცხელია