იმერეთის პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი დაკავებულისგან განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი ჩხრეკისას, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული - 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.

სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788900941

მსოფლიო

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება. მისი თქმით, არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადებას ხვალ გეგმავს. 7 სექტემ...

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

1788899735

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე ჩენდლერის ინსტიტუტის რეიტინგზე: დასტურდება ის გარემოება, რომ საქართველოს ბიუჯეტი, საქართველოს მმართველობა მაქსიმალურად ორიენტირებულია, რომ საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები მოახმაროს საკუთარ მოსახლეობას

„დასტურდება ის გარემოება, რომ საქართველოს ბიუჯეტი, საქართველოს მმართველობა მაქსიმალურად ორიენტირებულია, რომ საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები მოახმაროს საკუთარ მოსახლეობას“, - განაცხადა ოკუპირებული...

მიხეილ სარჯველაძე

1788899367

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში ტექნიკური ხარვეზის გამო ასობით ფრენა გაუქმდა

„დიდი ბრიტანეთის საჰაერო მოძრაობის მართვის ეროვნულ სისტემაში (NATS) წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, ქვეყნის მასშტაბით აეროპორტებში რეისები გაუქმდა“ - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს....

დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში

1788896201

მსოფლიო

სერგეი ლავროვი: უიტკოფი და კუშნერი უკრაინაზე მოლაპარაკებებისას რუსეთს შეუძლებელ და უსამართლო პირობებს არ უყენებენ

„აშშ-ის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, უკრაინის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებებისას უსამართლო მოთხოვნებს არ აყენებენ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. „...

მსოფლიო

1788894133

მსოფლიო

ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ

„ამ არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ბრანი...

ბრანისლავ ონდრუში