ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ
„ამ არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ბრანისლავ ონდრუშმა გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მიწებზე პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვების შესახებ.
მისი შეფასებით, ეს აბსოლუტურად მკაფიო სიგნალია იმისა, რომ ადამიანებს ევროპულ პოლიტიკაში რაღაცის შეცვლა სურთ.
„აშკარაა, ადამიანები გრძნობენ, რომ მათ უკან ტოვებენ და მათი ინტერესები სათანადოდ არ არის გათვალისწინებული. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის პროტესტი, პირველ რიგში ევროკავშირის ეკონომიკური სტრუქტურისა და ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ, ისევე, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ.
ჩემი აზრით, ის, რის შეცვლაც მათ უპირველესად სურთ, არის ეკონომიკური სისტემა. მათ უბრალოდ, სურთ ისეთი ეკონომიკა, რომელიც ადამიანებისთვის მუშაობს და არა მულტინაციონალური კომპანიებისთვის, ოლიგარქებისთვის და ასე შემდეგ. ეს ასევე არის პროტესტი ევროკავშირის საერთაშორისო პოლიტიკის წინააღმდეგ.
ეს ნამდვილად არის პროტესტი იმ მიდგომის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირს აქვს მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს მიმართაც. ეს არის ადამიანების გაბრაზების შედეგი იმის გამო, რომ ისინი მიტოვებულად და უგულებელყოფილად გრძნობენ თავს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
1788882640
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილის ცოლის ძმის ცილისწამებას პასუხობს: სააკაშვილის დროს აპოლიტიკური თანამდებობა მეკავა და მის პოლიტიკურ პარტიასთან არასდროს მქონია საქმე
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე თამაზაშვილის ფეისბუკპოსტს ეხმიანება და განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ეჭირა აპოლ...
1788882189
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: ბოლო სამი წლის განმავლობაში, სწორედ ირაკლი კობახიძის ინიციატივით და მხარდაჭერით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი ქვეყანაში ნომერი მესამეა და ყოველწლიურად იზრდება
„ის მოცემულობები, რომლებიც ამ კვლევამ წარმოაჩინა და მისი სწორი ანალიზი არის უმნიშვნელოვანესი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ის, რაც ერთი წლის წინ დაანონსდა და შემდგომში მთავრობის დადგენილებით მივიღეთ...
1788880784
ახალი ამბებინინო წილოსანი ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე: შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენს რადიკალებს დღის წესრიგის შექმნის საშუალება მიეცათ
„შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენს რადიკალებს მიეცათ დღის წესრიგის შექმნის საშუალება“, - ასე აფასებს ნინო წილოსანი „დღის ქრონიკაში“ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს....
1788878468
სპორტიხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტებში წარადგინეს
ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის ოქროს ბურთის (Ballon d'Or) 30 ნომინანტს შორის დაასახელეს. ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს. ყველაზე დიდ საფეხბურთო დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.
1788877126
ახალი ამბებინინო წილოსანი: ნიკა გვარამია კი არა, ალბათ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ძალები გვემუქრებოდნენ იმ სიმართლისთვის, რასაც ვემსახურებით, ამიტომ ვერ დავშინდები, თუმცა ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მოძალადე პირებთან გვაქვს საქმე
„ნიკა გვარამია კი არა, ალბათ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ძალები გვემუქრებოდნენ იმ სიმართლისთვის რასაც ვემსახურებით, ამიტომ ვერ დავშინდები, თუმცა ეს კიდევ ერთხელ სვამს დიაგნოზს, თუ რა მოძალადე პირებთან გვ...































