შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს, ხოლო დამნაშავე - მსხვერპლად, მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირის რომელიმე მოხელეს ასე სურს

სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკა ჩიხშია შესული. მისი თქმით, დროა, ბრიუსელი ილუზიების სამყაროდან გამოვიდეს.

,,შემაშფოთებელია გაეროში ევროკავშირის წარმომადგენლის მიერ, ჩვეული რიტორიკის გამეორებით, დეზინფორმაციის შემცველი მორიგი განცხადება, რომელიც „თვითნებური დაკავებებისა“ და „რეპრესიების“ შესახებ უკვე გაცვეთილ სიცრუეს იმეორებს.

დამაფიქრებელია, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირების განცხადებები, უკვე მერამდენედ, სრულ წინააღმდეგობაში მოდის არა მხოლოდ ფაქტებთან, არამედ ევროკავშირის მიერვე აღიარებულ ღირებულებებთან და პრინციპებთან.

უკვე ყველასთვის დიდი ხანია ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივი აქციები, ნაწილობრივ, ევროკავშირის ფულითაც ფინანსდებოდა, მათ შორის კამპანია, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებას ამართლებდა და აქეზებდა. მეტიც, სწორედ ბრიუსელის ვირტუალური მწვანე შუქის შემდეგ იქნა წამოწყებული შარშან, 4 ოქტომბერს, ხელისუფლების დამხობის წარუმატებელი მცდელობა.

თუმცა, ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ სათანადოდ დაიცვა ქვეყანა, მისი თავისუფლება, სუვერენიტეტი და ინტერესები. დღეს ყველასთვის ცხადია, რომ 2024 წელს უცხოეთიდან დაფინანსებული რევოლუციური პროცესი დამარცხდა. ყალბი რეალობა, რომლის თავსმოხვევითაც საქართველოში ხელისუფლება უნდა დაემხოთ, გაიფანტა, მაგრამ ამ სიყალბის დამფინანსებლები თავად აღმოჩნდნენ საკუთარი ყალბი ნარატივის ტყვეობაში, თანაც ისე, რომ მასთან განშორება დღემდე ვერ მოახერხეს.

"არჩევნების გაყალბების" და "მშვიდობიანი აქციების დარბევის" ცრუ ნარატივი დრომ და რეალობამ უარყო. ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები გამოძიებულია, განაჩენები - დამდგარი, ყველაფერი დოკუმენტირებული, აღრიცხული და, მეტიც, აღიარებულია თავად დამნაშავეების მიერ.

ფაქტებმა კიდევ ერთხელ სძლიეს აღქმებს. სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს, ხოლო დამნაშავე - მსხვერპლად, მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირის რომელიმე მოხელეს ასე სურს.

ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის გუშინდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკა ჩიხშია შესული. ბრიუსელი იმ ჯარისკაცს ჰგავს, რომელმაც ომის დასრულება ვერ შეიტყო და კვლავ საომარ ოპერაციებს გეგმავს.

დროა, ბრიუსელი ილუზიების სამყაროდან გამოვიდეს. თუ ევროკავშირის ოფიციალურ პირებს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება სურთ, მათ უნდა შეწყვიტონ საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა, უარი თქვან დამარცხებული რევოლუციური სცენარის საინფორმაციო მომსახურებაზე და დაუბრუნდნენ დიპლომატიის ელემენტარულ პრინციპებს: ფაქტების, საქართველოს სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის პატივისცემას“, - წერს პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788894133

მსოფლიო

ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ

„ამ არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ბრანი...

ბრანისლავ ონდრუში

1788892073

მსოფლიო

სერგეი ლავროვი – ევროპა რუსეთს თუ თავს დაესხმება, ომი სრულიად განსხვავებული და ძალიან ხანმოკლე იქნება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა გაითვალისწინოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სიტყვები, რომლის მიხედვითაც, ევროპის მხრიდან რუსეთზე თავდასხმის შემთ...

უკრაინა

1788890316

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: ეს უნდა იყოს ბრიუსელისთვის სიგნალი თან იმის ფონზე, რომ ისლანდიამ სულ ახლახან უარი განაცხადა არათუ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაზე

„ეს უნდა იყოს ბრიუსელისთვის სიგნალი თან იმის ფონზე, რომ ისლანდიამ სულ ახლახან უარი განაცხადა არათუ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაზე“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული...

ლევან მაჭავარიანი

1788887236

მსოფლიო

იური უშაკოვი: პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ რუსეთს ევროპის მიმართ აგრესიული გეგმები არ აქვს

„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრისას აღნიშნა, რომ მოსკოვს ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ მტრული განზრახვები არ გააჩნია“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თ...

იური უშაკოვი

1788885966

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: რეფორმების ინიციირებიდან და განხორციელების დაწყებიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი არასრული ერთი წელი გავიდა, არ იყო მარტივი

„რეფორმების ინიციირებიდან და განხორციელების დაწყებიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი არასრული ერთი წელი გავიდა. არ იყო მარტივი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილისგან ჩვენ მივი...

გივი მიქანაძე