ინვესტიციების მოზიდვით საქართველოს მთავრობა მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ინვესტიციების მოზიდვის ინდექსს აქვეყნებს.
საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო და ინვესტიციების მოზიდვით მსოფლიოში მე-4 პოზიციაზე დაწინაურდა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 33 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, შვედეთი, შვეიცარია, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ლუქსემბურგი, ისლანდია, დანია, ნორვეგია, ფინეთი, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.
მსოფლიოს საუკეთესო ხუთეული ასე ჩამოყალიბდა: საქართველო, ირლანდია, ესტონეთი, სინგაპური და უნგრეთი.
ინვესტიციების მოზიდვის ინდექსი ეფუძნება ორ გლობალურ ანგარიშგებას _ საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ამერიკული ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ თემატურ კვლევებს.
კერძოდ, სავალუტო ფონდის ანგარიშის ნაწილში, კვლევა ეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წმინდა შემოდინებებს 5-წლიანი გაანგარიშებით. რაც შეეხება ორგანიზაცია "ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" ანგარიშს, ის ინვესტიციების თავისუფლების კვლევას უკავშირდება და აფასებს სხვადასხვა მარეგულირებელი შეზღუდვისგან ქვეყნების თავისუფლებას, რომლებიც, როგორც წესი, ინვესტიციებზეა დაწესებული.
ეს შეზღუდვებია:
* უცხოური ინვესტიციების ეროვნული მოპყრობა
* უცხოური ინვესტიციების კოდექსი
* მიწის საკუთრების შეზღუდვები
* სექტორული ინვესტიციების შეზღუდვები
* ინვესტიციების ექსპროპრიაცია სამართლიანი კომპენსაციის გარეშე
* ვალუტის კონტროლი
* კაპიტალის კონტროლი
ინვესტიციების მოზიდვის ინდიკატორით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში საქართველოს დამკვიდრებას კარგად შეესატყვისება სხვა გლობალური ანგარიშგებებიც.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვის უახლესი პროგნოზები.
სავალუტო ფონდის შეფასებით, 2025 წელს საქართველოში მთლიანი კაპიტალის ფორმირება ეკონომიკის 22,3%-ს გაუტოლდება, რაც აბსოლუტურ გამოხატულებაში პირველად გადააჭარბებს 8 მილიარდ დოლარს და მთლიანი უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოცულობა 2025 წელს ახალ ისტორიულ მაქსიმუმს, 8 მილიარდ 358 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწევს. 2026 წლიდან მთლიანი ინვესტიციების მაჩვენებელი 9 მილიარდ დოლარზე მეტი გახდება, 2028 წლიდან - 10 მილიარდზე მეტი, 2030 წელს კი 12 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
1761121025
საზოგადოებაბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვანი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი
მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვანი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. ევროპის გალა ცერემონია დღეს იტალიაში გაიმართება. ღონისძიებას აჭარის მთავრო...
1761119929
საზოგადოებანიკოლ ფაშინიანი: ჩვენს რეგიონს მშვიდობა დაუბრუნდა და ის მეტი ენერგიით, მეტი ტვირთბრუნვით, მეტი კეთილდღეობითა და განვითარებით უნდა დავტვირთოთ
თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმზე, გახსნით პანელზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კავკასიის რეგიონში ეკონომიკური პროექტებისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც სომხეთის პრ...
1761119898
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ყველაფერი გავაკეთეთ გასული წლების განმავლობაში იმისთვის, რომ ქვეყანაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, ასევე, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ფართო რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ გასული წლების განმავლობაში იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი...
1761119865
საზოგადოებაპრემიერი: გასული ათი წლის განმავლობაში ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეს პოტენციალი
გასული ათი წლის განმავლობაში ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბრეშუმის გზის...
1761119805
საზოგადოებალევან მახაშვილი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვაზე: საინტერესოა, გერმანიის მთავრობის პასუხი რა იქნება
ლევან მახაშვილი გერმანიაში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ დასმულ კითხვებს აფასებს. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ასეთი...