ირაკლი კობახიძე: გადავლახეთ სერიოზული პრობლემები, წარმატებით ჩავატარეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები და შეგვიძლია, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე
„ჩვენ გადავლახეთ სერიოზული პრობლემები, წარმატებით ჩავატარეთ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები და შეგვიძლია, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ამის გამოხატულებაა მათ შორის, კონკრეტული მასშტაბური ინიციატივები, რომელიც მთავრობამ საზოგადოებას წარუდგინა.
„ჩვენ გადავლახეთ სერიოზული პრობლემები. წარმატებით ჩავატარეთ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები და შეგვიძლია, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე და ამაზე აქტიური ზრუნვა გრძელდება. ამის გამოხატულებაა მათ შორის, კონკრეტული მასშტაბური ინიციატივები, რომელიც წარვუდგინეთ საზოგადოებას და პირველ რიგში, გამოვყოფდი განათლების რეფორმას. ჩვენ შეგვიძლია სამ-ოთხ წელიწადში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიოთ ორი მიმართულებით, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა ასევე ეკონომიკის სწრაფი განვითარების ტემპის შენარჩუნება და ამაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ამ კუთხით 2025 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ბევრი მიმართულებით შევძელით არასწორი პრაქტიკების გაუქმება, წარსულს მივეცით არასწორი პრაქტიკა სხვადასხვა მიმართულებით. ეს ეხებოდა ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკის სფეროს, რკინიგზას და ა.შ. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ მეტად ეფექტიანად ვიზრუნოთ ეკონომიკის განვითარებაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
1766945042
საზოგადოებაპრემიერი: ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ დაადასტურა, რასაც ვამბობდით - რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა
„ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ჩვენ ასევე ვამბობდით სხვადასხვა დროს, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი...
1766942691
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ბაჩო ახალაიას დაკავებაზე: იმ შედეგით, რომელიც გამოძიებამ დადო, დადასტურდა ერთი მთავარი ფაქტი - რეალურად ვინ იდგა ამ გადატრიალების სცენარის მიღმა
„ამ გამოძიებით და იმ შედეგით, რომელიც გამოძიებამ დადო, დადასტურდა ერთი მთავარი ფაქტი, რეალურად ვინ იდგა ამ გადატრიალების სცენარის მიღმა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების...
1766941966
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: იმ ფონზე, როდესაც ჩვენი გაცხადებული მიზანია გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ასეთი დამოკიდებულება და მდგომარეობა, რასაც ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, ძალიან გვაშფოთებს
კულმინაცია იყო, როდესაც ევროკავშირის ოფიციალური პრესსპიკერი გამოვიდა 4 ოქტომბრამდე ცოტა ხნით ადრე და მხარდაჭერა გამოუცხადა იმ აქციას, რომლის ოფიციალური სახელწოდება იყო „მშვიდობიანი დამხობა“, ანუ დამხო...
1766940821
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები კარგად ხედავენ, რომ უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების თემის გამოყენებით შეუძლებელია ხელისუფლების ცვლილება გარედან, არ ვფიქრობ, რომ მათი პოზიციები ძლიერია - ამით რევოლუციას ვერ მოაწყობენ
ვფიქრობ, რომ ევროპული ბიუროკრატია პრაგმატულ პოზიციაზე დარჩება და ისინი არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც საბოლოოდ გაანაწყენებენ ქართველ ხალხს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა” საქართველო...
1766940568
საზოგადოებაპრემიერი „იგლ ჰილსზე“: მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბიუჯეტს
მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია „იგლ ჰილსის“, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს...


























