ირაკლი კირცხალია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე: ასეთი უტიფარი განცხადებები ჩრდილს აყენებს ევროკავშირის ღირებულებებს და რეპუტაციას
„უტიფარი განცხადებები, რომელიც ჩრდილს აყენებს ევროკავშირის ღირებულებებს და რეპუტაციას“, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ლუქსემბურგში გაკეთებულ განცხადებებს.
ირაკლი კირცხალიამ ყურადღება დისკუსიის აუცილებლობაზეც გაამახვილა.
„როდესაც ვხედავთ კრიტიკას, კრიტიკას ყოველთვის უნდა მოჰყვებოდეს ჯანსაღი დისკუსია. დისკუსია, რომელიც წლების განმავლობაში, ამას ჩვენ ვთხოვდით, დღესაც ვთხოვთ და ამ დისკუსიაში ისინი ვერ შემოდიან, ვერც ისინი ვერ შემოდიან ამ დისკუსიაში, ვინც მათი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ვერ შემოდიან ამ დისკუსიაში და ვერც ის აგენტურა ვერ შემოდის, რა თქმა უნდა, დისკუსიაში, რომელსაც ისინი, რომელთაც ისინი მართავენ.
ძალიან რულია შეხვიდე დისკუსიაში სახელისუფლებო გუნდთან, საზოგადოებასთან ქვეყანაში, სადაც შენ ეუბნები ქართველებს, რომ თურმე პოლიციელის დაწვა, ადმინისტრაციული შენობების დაწვა, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, რევოლუციური სცენარები არის სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. ისინი არიან ერთ-ერთი ავტორები და ჩვენი აგენტურა თან ავტორები იმ დიდი აფიორისა, რომელსაც დაარქვეს რუსული კანონი.
ძალიან რთულია შემოხვიდე დისკუსიაში და ვკითხო, თუ რატომ არის ეს რუსული და აგიხსნან, რატომ არის ეს რუსული. რთულია და ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ ვუსმენთ ერთი მხრივ, ცალმხრივ, ასეთ უტიფარ განცხადებებს და სწორედ ასეთი უტიფარი განცხადებები შემდეგ აყენებს ჩრდილს მათ რეპუტაციას და იმ ღირებულებებს, რა ღირებულებებზეც იდგა ევროკავშირი“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
1791835342
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს, რომელიც დელეგაციასთან ერთად საქართველოს დღეს ეწვია. მხარეებმა კიდევ...
1791833908
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 2020 წლიდან განსაკუთრებით ნათელი გახდა, რომ NGO სექტორი გამოიყენებოდა, როგორც იარაღი გარე პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „დებატები“ არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ნეიტრალიტეტი და არასამთავრობო სექტორი ერთმანეთისთვის უც...
1791829566
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ჩვენ არავის ვებუტებით და ვსაუბრობთ ყველასთან, ვინც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს, ევრობიუროკრატებმა კი გადაწყვიტონ, ვისთან არიან გაბუტულები, ვისთან - ნაჩხუბრები და საერთოდ, ვისგან რა უნდათ
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებებს მედიასთან აფასებს. დეპუტატის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არავის...
1791827086
საინტერესო ამბებიმიხეილ სარჯველაძე: დევნილ ოჯახს, რომელსაც არცერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი, ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია
„დევნილ ოჯახს, რომელსაც არცერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი, ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია. ეს გადაწყვეტილებააბსოლუტურად...
1791824931
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: საფრანგეთში სკოლის მოსწავლეებმა მკლავი დაკარგეს, თვალი, დასახიჩრდნენ და აქციის ეს დაშლის მეთოდები თურმე დემოკრატიულია და საქართველოში როდესაც დასახიჩრდნენ, დაიწვნენ პოლიციელები, ლაზარე გრიგორიადისი და მისნაირები ყოფილან გმირები
[საფრანგეთში] სკოლის მოსწავლეებმა მკლავი დაკარგეს, თვალი, დასახიჩრდნენ და ეს დაშლის მეთოდები თურმე დემოკრატიულია და აქ [საქართველოში] როდესაც დასახიჩრდნენ, დაიწვნენ პოლიციელები, ლაზარე გრიგორიადისი და...





























