დავით მათიკაშვილი: 45 ლარით გაიზრდება 70 წელს მიუღწეველ პენსიონერთა პენსია. ამ რესურსის მოძიება და შესაძლებლობა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის და ეკონომიკური პროგრესის დამსახურებაა
„არა 20, არამედ 45 ლარით გაიზრდება 70 წელს მიუღწეველ პენსიონერთა პენსია“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ამ რესურსის მოძიება და შესაძლებლობა მხოლოდ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის და იმ ეკონომიკური პროგრესის დამსახურებაა, რასაც ჩვენი ქვეყანა „ქართული ოცნების" ხელისუფლების მმართველობის პირობებში განიცდის.
„რაც შეეხება დევნილთა განსახლების პროგრამას, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის დევნილები, ვისაც არ მიუღიათ ბინა, თუმცა გადაწყვეტენ, რომ თანხობრივად მიიღონ სახელმწიფოსგან ანაზღაურება, მათთვის თითოეული ოჯახის წევრისთვის განკუთვნილი იქნება 10 000 ლარი“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე პენსიონერებს იანვრიდან პენსია 45 ლარით გაეზრდებათ. აღნიშნულ ინიციატივას საქართველოს პარლამენტი ბიუჯეტში აღრიცხავს და დეკემბრის ბოლოს დაამტკიცებს. გარდა ამისა, დევნილ ოჯახებს, რომლებსაც წარსულში საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია არ მიუღიათ, შესაძლებლობა ექნებათ, საცხოვრისის ნაცვლად ფულადი კომპენსაცია მიიღონ.
1791837689
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 2021-ში ცხადი იყო, რომ ომი იწყებოდა უკრაინაში და როცა ომი დაიწყებოდა, უნდოდათ, საქართველოში დახვედროდათ ლოიალური ხელისუფლება, რომელიც შეასრულებდა ყველა მითითებას, რაც ამ ომთან დაკავშირებით წამოვიდოდა
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „დებატებში“ 2022 წლის მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წელს ნათელი გახდა უკრაინის ომთან დაკავშირებით არსებული პოლიტიკური მიზნები,...
1791836190
ახალი ამბებისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა UNESCO-სა და მისი მრჩეველი ორგანოების, ICOMOS-ისა და ICCROM-ის ექსპერტთა დელეგაცია მიიღო
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში UNESCO-სა და მისი...
1791835342
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს, რომელიც დელეგაციასთან ერთად საქართველოს დღეს ეწვია. მხარეებმა კიდევ...
1791833908
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 2020 წლიდან განსაკუთრებით ნათელი გახდა, რომ NGO სექტორი გამოიყენებოდა, როგორც იარაღი გარე პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „დებატები“ არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ნეიტრალიტეტი და არასამთავრობო სექტორი ერთმანეთისთვის უც...
1791829566
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ჩვენ არავის ვებუტებით და ვსაუბრობთ ყველასთან, ვინც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს, ევრობიუროკრატებმა კი გადაწყვიტონ, ვისთან არიან გაბუტულები, ვისთან - ნაჩხუბრები და საერთოდ, ვისგან რა უნდათ
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებებს მედიასთან აფასებს. დეპუტატის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არავის...



























