მაჭავარიანი: შეიძლება ისიც კი ივარაუდო, ხელოვნურად არ სურს ევროკავშირს გაფართოება, ვინაიდან არ წარმომიდგენია რომელი კანდიდატი ქვეყანა იქნება, ვისაც სურვილი აქვს, ვეტოს უფლება არ ჰქონდეს და ამავდროულად სურვილი ექნება, რომ აშშ-თან აიკრძალოს ურთიერთობა
„შეიძლება ისიც კი ივარაუდო, რომ ხელოვნურად არ სურთ [ევროკავშირს] გაფართოება, ვინაიდან არ წარმომიდგენია რომელი კანდიდატი ქვეყანა იქნება, ვისაც სურვილი აქვს, რომ ვეტოს უფლება არ ჰქონდეს, ამავდროულად სურვილი ექნება, რომ აშშ-თან აიკრძალოს ურთიერთობა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ევროკომისია ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის რეფორმას წარადგენს, რომლის მიზანიც ცალკეული წევრი ქვეყნების მიერ ეროვნული ვეტოს გამოყენების უფლების გვერდის ავლით პროცესების დაჩქარებაა.
„უსამართლოა [ევროკომისიის გადაწყვეტილება] და ეს არ არის თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული. ვინც არის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი - ქალბატონი მარტა კოსის ბოლოდროინდელი განცხადებაა, რომ კანდიდატ წევრებს უნდა აეკრძალოთ აშშ-თან ურთიერთობა. შეიძლება ისიც კი ივარაუდო, რომ ხელოვნურად არ სურთ [ევროკავშირს] გაფართოება, ვინაიდან არ წარმომიდგენია რომელი კანდიდატი ქვეყანა იქნება, ვისაც სურვილი აქვს, რომ ვეტოს უფლება არ ჰქონდეს და ამავდროულად სურვილი ექნება, რომ აშშ-თან აიკრძალოს ურთიერთობა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
Rapporteur-ის ინფორმაციით, ევროკომისია გადაწყვეტილების მიღების რეფორმას გეგმავს, რათა წევრი ქვეყნების ვეტოს უფლებას გვერდი აუაროს.
1790712626
ახალი ამბებიალუდა ღუდუშაური ირანის ელჩის განცხადებაზე: ბუნებრივია თვალყურს ვადევნებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე რეაგირება იქნება
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ირანის ელჩის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს რეაგირება...
1790711899
მსოფლიოშეიარაღებული თავდასხმა სლოვაკეთის სკოლაში - მოსწავლემ მასწავლებელი მოკლა
„სლოვაკეთში სკოლის მოსწავლემ მასწავლებელი ცივი იარაღით მოკლა - მძიმე მდგომარეობაშია კიდევ ორი პირი“, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით, ჩეხეთისა და...
1790706995
ახალი ამბებისაქართველოს ფინანსთა მინისტრი ნეპალის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, ნეპალის ფინანსთა მინისტრ სვარნიმ ვაგლეს (Swarnim Wagle) შეხვდა. გაცნობით...
1790706835
ახალი ამბებიჩერგოლეიშვილი ირაკლი კუპრაძეზე: ხაზარაძის ჯიბის ძაღლი ზის გრიგოლიასთან და საკუთარ ცვედნობას ვის აბრალებს აბა? ჩერგოლეიშვილს რასაკვირველია - უნიჭო რეგვენი ჰყავს პატრონს
„ხაზარაძის ჯიბის ძაღლი ზის გრიგოლიასთან და საკუთარ ცვედნობას ვის აბრალებს აბა? ჩერგოლეიშვილს რასაკვირველია“, - წერს „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური...
1790704285
ახალი ამბებიგულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და ეფექტური მართვის საკითხებზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საჩხერის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და ეფექტური მართვის საკითხებზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საჩხერის მუნიციპალიტეტ...



























