აკაკი ალადაშვილი: ეს კვლევა თუ სურათი, რომელიც 8 ოპოზიციური სუბიექტის 16 პროცენტიან მხარდაჭერას აჩვენებს, კიდევ კარგად არ ასახავს მათ მდგომარეობას, სინამდვილეში ბევრად უფრო ნაკლები აქვთ
ეს კვლევა თუ სურათი, რომელიც 8 ოპოზიციური სუბიექტის 16 პროცენტიან მხარდაჭერას აჩვენებს, კიდევ კარგად არ ასახავს მათ მდგომარეობას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა.
ალადაშვილის თქმით, სინამდვილეში ბევრად უფრო ნაკლები აქვთ.
„ეს კვლევა თუ სურათი, რომელიც 8 ოპოზიციური სუბიექტის 16 პროცენტიან მხარდაჭერას აჩვენებს, კიდევ კარგად არ ასახავს მათ მდგომარეობას. თუ რატომ, შევეცდები საზოგადოებისთვის ავხსნა. ერთი, შევეხოთ თვითონ IRI-ის. ვიტყოდი, თვითონ IRI-ის რომ ჩაუტარო საზოგადოებაში გამოკითხვა, თუ როგორი ნდობით სარგებლობს ის ქართველ ხალხში და საზოგადოებაში, მისი რეიტინგი ნულს ქვემოთ იქნებოდა. ამას თავისი გარკვეული ობიექტური მიზეზები აქვს. გვახსოვს, მათი ჩატარებული კვლევები არაერთი არჩევნების წინ. ყოველ ჯერზე მათ მიერ ჩატარებული კვლევა გაყალბებული იყო. მათი სურვილი იყო გადმოცემული მათივე კვლევაში, იმარჯვებდა რადიკალური ოპოზიცია და მარცხდებოდა „ქართული ოცნება“. შესაბამისად, რბილად რომ ვთქვათ, ეს ორგანიზაცია საქართველოში და ქართულ საზოგადოებაში არ სარგებლობს კარგი რეპუტაციით. 16 პროცენტი რაც დაუწერეს, ესეც ძალიან მაღალია. სინამდვილეში, ბევრად უფრო ნაკლები აქვთ.
რა რეიტინგზე შეიძლება საერთოდ იყოს საუბარი, როდესაც ვხედავთ რა განცხადებებს ავრცელებენ ისინი აფხაზეთთან დაკავშირებით. გვარამია მოიხსენიებს როგორც ტრავმას და უნდა მოვიშოროთ, რომ განვვითარდეთ. სააკაშვილი მათ მტრებს უწოდებს და რომ ეზიზღება ისინი. რომ ჩვენ ერთმანეთი გვეზიზღება და აზრი არ აქვს არანაირ შერიგებას, ნდობის აღდგენის პროცესს. ანუ, ისინი აფხაზეთის მიმართ მტრულად არიან განწყობილი და აფხაზეთის მოშორება უნდათ. ეს რადიკალები გამოხატავენ უპატივცემულობას იმ გმირების მიმართ, იმ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც აფხაზეთის ომისას დაიღუპნენ.
რა რეიტინგზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც ვხედავთ როგორ ლანძღავენ ერთმანეთს. რასაც ეუბნებიან ერთმანეთს, სიმართლეს ეუბნებიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეუბნებიან, რომ პარტიას უღალატეს, რომ უღალატეს ერთმანეთს, რომ შავი ფული მიიღეს“, - აღნიშნა მან.
1790702098
ახალი ამბებიაკაკი ალადაშვილი: როდესაც საზოგადოება გახლეჩილია, ერთმანეთს ლანძღავს, აგინებს, შეურაცხყოფს, არ ჰყავს ადამიანები, რომლებიც მისთვის მისაბაძია, ასეთი საზოგადოება არის ძალიან ადვილი სამართავი, ეს არის ამ სიძულვილის კამპანიის მიზანიც
„როდესაც საზოგადოება გახლეჩილია, ერთმანეთს ლანძღავს, აგინებს, შეურაცხყოფს, არ ჰყავს ადამიანები, რომლებიც მისთვის მისაბაძია, ასეთი საზოგადოება არის ძალიან ადვილი სამართავი. ეს არის ამ სიძულვილის კამპან...
1790699482
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ეს ნიშნავს 22 მილიონი ლარის უკან ჩაბრუნებას ეკონომიკაში
საზოგადოებაში სოციალური ფონის გაუმჯობესებისათვის გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ქონების გადასახადის ზღვართან დაკავშირებით საგადასა...
1790696846
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: ოპოზიციის რეიტინგი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა და არ აქვთ საშუალება რეიტინგი გაზარდონ, ერთის მხრივ ეს არის მთავრობის პოლიტიკის დამსახურება, რომელიც მყარად მიჰყვება თავის კურსს
„ოპოზიციის რეიტინგი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა და არ აქვთ საშუალება რეიტინგი გაზარდონ. ერთი მხრივ, ეს არის მთავრობის პოლიტიკის დამსახურება, რომელიც მყარად მიჰყვება თავის კურსს და მეორე მხრივ, ოპოზიცია...
1790694707
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე ოპოზიციაზე: დღევანდელი მოცემულობით სახეზე გვაქვს ერთი შეხედვით აშკარა დანაშაული და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს მათი ქმედებები, ეს ძალები არა თუ პოლიტიკაში უნდა იყვნენ, არამედ უნდა იყვნენ იზოლირებული
„დღევანდელი მოცემულობით, სახეზე გვაქვს ერთი შეხედვით აშკარა დანაშაული და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს მათი ქმედებები. ეს ძალები არა თუ პოლიტიკაში უნდა იყვნენ, არამედ უნდა იყვნენ იზოლირებული, მათ შორის შ...
1790693691
საზოგადოებალევან მახაშვილი ჩეხეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ კუბერნატს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პ...






























