ირაკლი კირცხალია: პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით, მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს, დაბალანსდეს
პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით, მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, საჭიროა, ჯარიმები დაბალანსდეს იმასთან მიმართებით, თუ რა დონის იქნება გადაცდომა და კანონდარღვევა.
„კონსულტაციები მიმდინარეობს სახელმწიფო მდივანთან, ბატონ მამუკა მდინარაძესთან. ასევე, აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს შს სამინისტროსთან, ბატონ სულხან თამაზაშვილთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რიგი ცვლილებების განხორციელების შესახებ.
ცვლილებები შეეხება ტრანსპორტის მოძრაობის წესებს. ვმუშაობთ და ჯერჯერობით კიდევ კონსულტაციების რეჟიმში ვართ. სავარაუდოდ, შემდეგი სასესიო კვირისთვის, საგაზაფხულო სესიის ბოლოს, ჩვენ რაღაც გარკვეული ცვლილებები უკვე გვექნება.
რატომ არის ეს ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო? - პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით, მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს. უფრო სწორი იქნება, დაბალანსდეს იმასთან მიმართებით, თუ რა დონის გადაცდომა და კანონდარღვევაა. რამდენად პროპორციულია ამ გადაცდომასთან ის დღევანდელი მოქმედი ჯარიმები.
დამერწმუნეთ, კონსენსუს აუცილებლად მივაღწევთ და სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიის ბოლოს საზოგადოებას გავაცნობთ, თუ რა ცვლილებები დაიგეგმება. რა კონკრეტულ მიმართულებებს შეეხება ეს ყველაფერი“, - განაცხადა კირცხალიამ.
მისივე თქმით, ეს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და ჯარიმები დარეგულირდება და დაბალანსდება.
1780936490
მსოფლიოგერმანიის კანცლერის სპიკერი: ევროპელი ლიდერები მზად არიან, იკისრონ წამყვანი როლი მოლაპარაკებებში, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრის დასრულებას ისახავს მიზნად
ევროპელი ლიდერები მზად არიან, იკისრონ წამყვანი როლი მოლაპარაკებებში, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დასრულებას ისახავს მიზნად, - განაცხადა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პრესსპი...
1780934405
მსოფლიოისრაელის თავდაცვის მინისტრი: თუ ჩრდილოეთ ისრაელზე „ჰეზბოლას“ თავდასხმები გაგრძელდება, ისრაელის არმია იერიშებს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მიიტანს
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა მკაცრი გაფრთხილება გააჟღერა და განაცხადა, რომ თუ ჩრდილოეთ ისრაელზე „ჰეზბოლას“ თავდასხმები გაგრძელდება, ისრაელის არმია იერიშებს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მიი...
1780932968
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე: ალბათ ის გათვლა აქვთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ე.წ. რევოლუციური ტალღა ააგორონ
ალბათ ის გათვლა აქვთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ე.წ. რევოლუციური ტალღა ააგორონ, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ „დღის ქრონიკაში“. წამყვანმა ჰკითხა, რატომ იყენებ...
1780931032
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: თუ ვინმეს ჰგონია ფოჩიან კანფეტებზე გაყიდის ჩვენი ხალხი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სურვილს, იყოს წარმატებული, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, ძალიან ცდება
თუ ვინმეს ჰგონია ფოჩიან კანფეტებზე გაყიდის ჩვენი ხალხი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას და საკუთარ სურვილს, იყოს წარმატებული, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, ძალიან ცდება, - განაცხადა გადაცემაში „დ...
1780930100
საზოგადოებაფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული თანამშრომლობის პროექ...


























