მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. ასევე, საკმაოდ პოზიტიური განხილვები გვქონდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივი ფორმატის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
როგორც ბოჭორიშვილმა სტამბოლში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს.
„საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. თურქეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის.
ასევე, საკმაოდ პოზიტიური განხილვები გვქონდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენ ბოლო პერიოდში ვიხილეთ საკმაოდ ინტენსიური, მაღალი დონის კომუნიკაცია აზერბაიჯანთან“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, ხელი მოეწერა საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას - სტამბოლის დეკლარაციას.
1780940283
საზოგადოებაირაკლი კირცხალია 4 ოქტომბრის საქმეზე: მოვუწოდებ ყველას, ვინც ბინძურ თამაშებში იღებდა მონაწილეობას და ვინც გააცნობიერა სად იყვნენ და რას სჩადიოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ბოლომდე გააცნობიერონ და ჯანსაღი ნაბიჯები გადადგან
მოვუწოდებ ყველას, ვინც ბინძურ თამაშებში (4 ოქტომბრის მოვლენები) იღებდა მონაწილეობას და ვინც გააცნობიერა სად იყვნენ და რას სჩადიოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ბოლომდე გააცნობიერონ და ჯანსაღი ნაბიჯები გადადგ...
1780939933
საზოგადოებასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევ...
1780939538
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით, მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს, დაბალანსდეს
პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით, მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქა...
1780937337
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა კონსტრუქციული იქნება
ვნახეთ სხვადასხვა პოლიტიკოსისა და აქტივისტის განცხადება, რომლებიც ცდილობენ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ისევ და ისევ გამოიყენონ შანტაჟისთვის, ჩვენ მოქალაქეებში გააჩინონ შიში, რომ თითქოს ვიზალიბერალიზაცი...
1780936490
მსოფლიოგერმანიის კანცლერის სპიკერი: ევროპელი ლიდერები მზად არიან, იკისრონ წამყვანი როლი მოლაპარაკებებში, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრის დასრულებას ისახავს მიზნად
ევროპელი ლიდერები მზად არიან, იკისრონ წამყვანი როლი მოლაპარაკებებში, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დასრულებას ისახავს მიზნად, - განაცხადა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პრესსპი...


























