ირაკლი კირცხალია 4 ოქტომბრის საქმეზე: მოვუწოდებ ყველას, ვინც ბინძურ თამაშებში იღებდა მონაწილეობას და ვინც გააცნობიერა სად იყვნენ და რას სჩადიოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ბოლომდე გააცნობიერონ და ჯანსაღი ნაბიჯები გადადგან
მოვუწოდებ ყველას, ვინც ბინძურ თამაშებში (4 ოქტომბრის მოვლენები) იღებდა მონაწილეობას და ვინც გააცნობიერა სად იყვნენ და რას სჩადიოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ბოლომდე გააცნობიერონ და ჯანსაღი ნაბიჯები გადადგან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
როგორც კირცხალია, აღნიშნა, რომ აქტივისტების უმეტესი მათგანი, რომლებიც ჩართული იყვნენ სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში, შეცდომაში იყვნენ შეყვანილი.
„ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრ აქტივისტსა და შეცდომაში შეყვანილ მოქალაქეს უბიძგებდნენ იმ ძალიან მძიმე კანონდარღვევისკენ, რომელი კანონდარღვევებიც სახეზე გვაქვს, კარგად ვხედავდით უკანახაზებში ან გადამალულს თავიანთ სახლებში. მაგრამ ასევე ვხედავთ, რომ გამართულ სახელმწიფოში დესტრუქციისა და სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი პასუხისმგებლობაში არის მიცემული“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალია.
4 ოქტომბრის საქმეზე დანაშაული კიდევ ექვსმა ბრალდებულმა აღიარა. დანაშაულის აღიარების შემდეგ, მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
1780939933
საზოგადოებასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევ...
1780939538
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით, მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს, დაბალანსდეს
პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით, მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქა...
1780937337
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა კონსტრუქციული იქნება
ვნახეთ სხვადასხვა პოლიტიკოსისა და აქტივისტის განცხადება, რომლებიც ცდილობენ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ისევ და ისევ გამოიყენონ შანტაჟისთვის, ჩვენ მოქალაქეებში გააჩინონ შიში, რომ თითქოს ვიზალიბერალიზაცი...
1780936490
მსოფლიოგერმანიის კანცლერის სპიკერი: ევროპელი ლიდერები მზად არიან, იკისრონ წამყვანი როლი მოლაპარაკებებში, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრის დასრულებას ისახავს მიზნად
ევროპელი ლიდერები მზად არიან, იკისრონ წამყვანი როლი მოლაპარაკებებში, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დასრულებას ისახავს მიზნად, - განაცხადა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პრესსპი...
1780934405
მსოფლიოისრაელის თავდაცვის მინისტრი: თუ ჩრდილოეთ ისრაელზე „ჰეზბოლას“ თავდასხმები გაგრძელდება, ისრაელის არმია იერიშებს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მიიტანს
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა მკაცრი გაფრთხილება გააჟღერა და განაცხადა, რომ თუ ჩრდილოეთ ისრაელზე „ჰეზბოლას“ თავდასხმები გაგრძელდება, ისრაელის არმია იერიშებს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მიი...


























