საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა. აკრედიტაციის წესის მე-3 მუხლში ცვლილება საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების წესს ადგენს.
„ცვლილების თანახმად, საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადის წარდგენის ვადები არ გავრცელდება იმ მედიასაშუალებაზე, რომელსაც მისი აკრედიტებული ჟურნალისტის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების განმეორებით დარღვევისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით აკრედიტაცია ვადამდე გაუუქმდა და განსაზღვრული ვადით შეეზღუდა საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადის წარდგენის უფლება. შეზღუდვის ვადის გასვლის შემდეგ კი აღნიშნული მედიასაშუალება უფლებამოსილი იქნება საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართოს ნებისმიერ დროს, მაგრამ არაუგვიანეს სააკრედიტაციო წლის 1 ნოემბრისა.
ევროპარლამენტში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ცვლილება შეეხო აკრედიტაციის წესის მე-11 მუხლს, რომლითაც აკრედიტებული მედიასაშუალების აკრედიტაციის ვადამდე გაუქმების საფუძვლებია განსაზღვრული. კერძოდ, მედიასაშუალების აკრედიტებული ჟურნალისტის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების განმეორებით დარღვევისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, შესაძლებელია შესაბამის მედიასაშუალებას ვადამდე გაუუქმდეს აკრედიტაცია და არაუმეტეს 1 წლის ვადით შეეზღუდოს ამავე წესით გათვალისწინებული აკრედიტაციების მიღების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვის უფლება.
ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ არა აკრედიტებული მედიასაშუალების ჟურნალისტის მიერ მოხდება ამავე წესით დადგენილი მოთხოვნების განმეორებით დარღვევა, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, მას, აგრეთვე, შეიძლება არაუმეტეს 1 წლის ვადით შეეზღუდოს აკრედიტაციის მიღების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვის უფლება.
ასევე, აკრედიტებული მედიასაშუალების აკრედიტაციის ვადამდე გაუქმების საფუძვლებს დაემატა შემთხვევა, როდესაც აკრედიტებული მედიასაშუალების საქმიანობა აღარ უკავშირდება საქართველოს პარლამენტის საქმიანობის გაშუქებას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, ცვლილება შევიდა აკრედიტაციის წესის მე-12 მუხლშიც. ცვლილების თანახმად, აკრედიტებული ჟურნალისტის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების განმეორებით დარღვევისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, მას აკრედიტაცია ვადამდე გაუუქმდება და შესაბამის მედიასაშუალებას არაუმეტეს 1 წლის ვადით შეეზღუდება აღნიშნული ჟურნალისტის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მისაღებად წარდგენილი ჟურნალისტების სიაში შეყვანის უფლება.
ამასთანავე, იმ მედიასაშუალებას, რომელიც არ არის აკრედიტებული, არაუმეტეს 1 წლის ვადით შეეზღუდება ამ ჟურნალისტისთვის ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის თაობაზე განაცხადით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვის უფლება. აღნიშნული ნორმა აგრეთვე, ევროპარლამენტში მოქმედი რეგულაციების ანალოგიურია.
ცვლილება შეეხო აკრედიტაციის წესის მე-13 მუხლსაც, რომლითაც აკრედიტებული ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერების წესია განსაზღვრული. ცვლილების თანახმად, აკრედიტებული ჟურნალისტის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების განმეორებით დარღვევისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით მოხდება მისთვის აკრედიტაციის ვადაზე ადრე გაუქმება, რამაც, ასევე, შეიძლება გავლენა იქონიოს მისი მედიასაშუალების აკრედიტაციის მოქმედებაზეც.
ევროპარლამენტის გამოცდილების გათვალისწინებით, ცვლილებები შევიდა აკრედიტაციის წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში, სადაც აკრედიტებული ჟურნალისტის ვალდებულებების პუნქტს დაემატა შემდეგი შინაარსის ნორმა: ჟურნალისტი ვალდებულია სათანადო პატივისცემა გამოიჩინოს საქართველოს პარლამენტის სასახლეში მყოფი ყველა პირის ღირსებისა და პირადი სივრცის მიმართ, აგრეთვე გაუფრთხილდეს პარლამენტის ქონებას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ შეტანილი ცვლილებების მსგავსი წესები მოქმედებს ევროპარლამენტშიც, რომელიც ევროპარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებითაა მიღებული და ევროპის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შენობებში მედიის წარმომადგენლების მიერ მუშაობის განხორციელების წესებს ადგენს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1780940283
საზოგადოებაირაკლი კირცხალია 4 ოქტომბრის საქმეზე: მოვუწოდებ ყველას, ვინც ბინძურ თამაშებში იღებდა მონაწილეობას და ვინც გააცნობიერა სად იყვნენ და რას სჩადიოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ბოლომდე გააცნობიერონ და ჯანსაღი ნაბიჯები გადადგან
მოვუწოდებ ყველას, ვინც ბინძურ თამაშებში (4 ოქტომბრის მოვლენები) იღებდა მონაწილეობას და ვინც გააცნობიერა სად იყვნენ და რას სჩადიოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ბოლომდე გააცნობიერონ და ჯანსაღი ნაბიჯები გადადგ...
1780939538
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით, მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს, დაბალანსდეს
პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით, მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქა...
1780937337
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა კონსტრუქციული იქნება
ვნახეთ სხვადასხვა პოლიტიკოსისა და აქტივისტის განცხადება, რომლებიც ცდილობენ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ისევ და ისევ გამოიყენონ შანტაჟისთვის, ჩვენ მოქალაქეებში გააჩინონ შიში, რომ თითქოს ვიზალიბერალიზაცი...
1780936490
მსოფლიოგერმანიის კანცლერის სპიკერი: ევროპელი ლიდერები მზად არიან, იკისრონ წამყვანი როლი მოლაპარაკებებში, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრის დასრულებას ისახავს მიზნად
ევროპელი ლიდერები მზად არიან, იკისრონ წამყვანი როლი მოლაპარაკებებში, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დასრულებას ისახავს მიზნად, - განაცხადა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პრესსპი...
1780934405
მსოფლიოისრაელის თავდაცვის მინისტრი: თუ ჩრდილოეთ ისრაელზე „ჰეზბოლას“ თავდასხმები გაგრძელდება, ისრაელის არმია იერიშებს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მიიტანს
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა მკაცრი გაფრთხილება გააჟღერა და განაცხადა, რომ თუ ჩრდილოეთ ისრაელზე „ჰეზბოლას“ თავდასხმები გაგრძელდება, ისრაელის არმია იერიშებს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მიი...


























