ირაკლი კობახიძე: 2025 წელს საშუალო ხელფასმა შეადგინა 2 283 ლარი, 2020 წელს საშუალო ხელფასი იყო 1 191 ლარი და 5 წლის თავზე საშუალო ხელფასი გაორმაგებულია, კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა აისახება სოციალურ მდგომარეობაზე

გასულის წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში გაიზარდა საშუალო ხელფასი. თუ 2024 წელს საშუალო ხელფასი იყო 1971 ლარი, 2025 წელს საშუალო ხელფასმა შეადგინა 2 283 ლარი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ 1 წლის განმავლობაში საშუალო ხელფასი გაიზარდა 312 ლარით, რაც ასევე არის საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელი.

„მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წელს საშუალო ხელფასი იყო 1191 ლარი და 5 წლის თავზე საშუალო ხელფასი გაორმაგებულია. ესეც არის კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე.ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ერთმანეთს შევადაროთ საშუალო ხელფასის ზრდა და ინფლაციის მაჩვენებლები. რომ ავიღო ბოლო 3 წლის მაჩვენებლები, ამ პერიოდის განმავლობაში, სამომხმარებლო ფასები საქართველოში გაიზარდა 6.4%-ით. უშუალოდ ფასები სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე 3 წელიწადში გაიზარდა 9.7%-ით. იგივე პერიოდში მოსახლეობის საშუალო ხელფასი გაიზარდა 47.9%-ით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ინფლაციის ოპტიმალური მაჩვენებელი და ამასთან ერთად, საშუალო ხელფასის ზრდა ამ 3 წლის განმავლობაში 7.5-ჯერ ასწრებდა ინფლაციას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ეკონომიკურ ზრდას ფასი არ აქვს, თუ არის ჭარბი ინფლაცია. ამ შემთხვევაში ეს მონაცემები პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ საშუალო ხელფასის ზრდა 7.5-ჯერ ასწრებდა ინფლაციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782466732

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სახმელეთო სექტორში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი საკადრო, საოპერაციო შესყიდვების ოპტიმიზაციის პროცესი, დაიზოგა წლიურად 374 000 ლარი, ნებართვების გაცემის პროცესი გახდა გამჭვირვალე და სამართლიანი

სახმელეთო სექტორში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი საკადრო, საოპერაციო შესყიდვების ოპტიმიზაციის პროცესი. დაიზოგა წლიურად 374,000 ლარი. ნებართვების გაცემის პროცესი გახდა გამჭვირვალე და სამართლიანი, -...

ირაკლი კობახიძე

1782466672

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველო გამოირჩეოდა ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი მაჩვენებლით. შარშან ინფლაცია იყო 3,9 პროცენტი, რაც არის გონივრული, ოპტიმალური მაჩვენებელი

საქართველო გამოირჩეოდა ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი მაჩვენებლით. შარშან ინფლაცია იყო 3,9 პროცენტი, რაც არის გონივრული, ოპტიმალური მაჩვენებელი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...

ირაკლი კობახიძე

1782466628

საზოგადოება

პრემიერი: 2024 წელს თუ იყო რკინიგზის წმინდა მოგება 68 მილიონი ლარი, 2025 წელს შეადგინა 145 მილიონი ლარი. 2026-28 წლებში დაგეგმილია 50 ახალი ლოკომოტივის და 1500 ახალი ვაგონის შესყიდვა

მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა „საქართველოს რკინიგზაში“, მხოლოდ რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში იზოგება 24 მილიონი ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობ...

ირაკლი კობახიძე

1782466269

საზოგადოება

პრემიერი: 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები, რაც დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას. ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად, წლიურ ჭრილში გვეზოგება 24,7 მილიონი ლარი

ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. მთავრობი...

 ირაკლი კობახიძე

1782466142

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საკადრო ოპტიმიზაცია განხორციელდა, აქ დანაზოგმა შეადგინა 250 000 ლარი, გაციფრულდა სახელმწიფო სერვისები, რის შედეგადაც გემების მიღების პროცედურები 24 საათიდან შემცირდა 1 საათამდე

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საკადრო ოპტიმიზაცია განხორციელდა, აქ დანაზოგმა შეადგინა 250 000 ლარი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოს...

ირაკლი კობახიძე