ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატორ სტივ დეინსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, რომელიც კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება და ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ორივე ქვეყანას.

ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ასევე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო პარტნიორებს სთავაზობს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის კუთხით.

შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია პოლიტიკური სტაბილურობა და საქართველოს ხელისუფლება ამის გარანტია.

შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748694292

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: საქმეებზე, რომლებიც რეზონანსული იყო და პოლიტიკურ იარლიყს აწებებდნენ, ყველა შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მართლმსაჯულება მოქმედებდა მაღალი სტანდარტით

„საქმეებზე, რომლებიც რეზონანსული იყო და პოლიტიკურ იარლიყს აწებებდნენ, აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მართლმსაჯულება მოქმედებდა მაღალი სტანდარტით“, - ასე გამოეხმაურ...

ლევან მაჭავარიან

1748692644

ახალი ამბები

შს სამინისტრომ პოლიციელის დღე აღნიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებას, რომელიც სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრ...

შსსშსს

1748689460

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ეს არის კლასიკური გაგებით ფსევდოლიბერალური ფაშიზმი, რომელსაც ჩვენ საქართველოში აუცილებლად დავასრულებთ

 „ეს არის კლასიკური გაგებით ფსევდოლიბერალური ფაშიზმი, რომელსაც ჩვენ საქართველოში აუცილებლად დავასრულებთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა,...

ლევან მაჭავარიანი

1748687709

საზოგადოება

სახელმწიფოს ღირებულებები, ინტერესები და ურთიერთობა დასავლეთთან - გამოცემა El Mundo-ს ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან

ესპანურმა გამოცემამ El Mundo საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ურთიერთობა დასავლეთთან, ქვეყნის ღირებულებები, ინტერესები, პოლიტიკური პროცესები, უცხოური დაფინანსება...

მიხეილ ყაველაშვილი

1748684639

ახალი ამბები

ავარია ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე - დაღუპულია 1 ადამიანი

ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილ...

დაკავება, პოლიცია