2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. წინასწარი მონაცემებით, ისტორიული მაქსიმუმი გაუმჯობესდა როგორც საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში, ისე სარკინიგზო გადაზიდვებსა და სამოქალაქო ავიაციაში, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ 13.7 მილიონი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით მეტია. ეს მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში იანვარ-აგვისტოს პერიოდის ყველაზე მაღალი შედეგია.

ამასთან, მატება დაფიქსირდა ტვირთის ყველა კატეგორიაში. ამავე პერიოდში ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 554,174 TEU შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და ასევე ათწლეულის რეკორდს წარმოადგენს.

სარკინიგზო სექტორში ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 9.7 მილიონ ტონას მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 11%-ით აღემატება. განსაკუთრებით აღსანიშნავია უშუალოდ ტრანზიტის რეჟიმში გადაზიდული ტვირთების მოცულობა, სადაც 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღნიშნული შედეგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და შუა დერეფნის მზარდ როლს საერთაშორისო სატრანსპორტო დაკავშირებადობაში.

რაც შეეხება საჰაერო კარგოს, ამ სეგმენტში ტვირთბრუნვის კუთხით, აეროპორტების მიერ გადამუშავდა 29.3 ათასი ტონა ტვირთი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 30%-ით აღემატება და ასევე ათწლეულის რეკორდია.

საავიაციო სექტორში დადებითი დინამიკაა მგზავრთგადაყვანის მიმართულებითაც. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები საანგარიშო პერიოდში 5.7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც გასულ წელთან შედარებით 1%-ით მეტია და ბოლო ათწლეულის მანძილზე, წლის პირველი 8 თვის ჭრილში, ყველაზე მაღალ შედეგს წარმოადგენს. ამასთან, უშუალოდ აგვისტოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით, თვიურ ჭრილშიც ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789368745

მსოფლიო

ფრანგული მედია: ემანუელ მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ემანუელ მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, ფრანგების 81 პროცენტი მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. ფრანგული მედიის თანახმად, ემანუელ მაკრონის მხარდაჭერის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულ...

ემანუელ მაკრონი

1789367556

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 7 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშ...

ნარკოტიკული საშუალებები

1789366748

საზოგადოება

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებმა ხაშურის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცი...

ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი

1789364473

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 სექტემბერს საქართველოში

14 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ბათუმში უნალექო დ...

ამინდი, შემოდგომა, წვიმა

1789363183

საზოგადოება

დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში

დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები აირჩიონ. საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა აბი...

ეროვნული გამოცდა