თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება
ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა საფრანგეთსა და გერმანიაზე საუბრისას.
მისივე თქმით, მეორე პრობლემა რაც აქვთ ამ ქვეყნებს, არის უკანონო მიგრაცია.
„ერთსა და მეორე ქვეყანაში კატასტროფული შედეგებია უკანონო მიგრაციით და მოქალაქეები უკმაყოფილოები არიან. საფრანგეთის ოპოზიციაც და გერმანიის ოპოზიციაც მთავრობას აკრიტიკებს ამ ორი მიმართულებით, ამაში სოლიდარულები არიან ორივე ქვეყნის ოპოზიცია, რადგან უფრო მემარჯვენე ყაიდის პარტიები არიან და ისინი მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ ამ საკითხებს გადახედავენ.
იმ პარტიების პოპულარობა იზრდება და იკლებს მმართველი პარტიების პოპულარობა. განსაკუთრებით უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით იცით ამერიკის პოზიცია, ისინი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებენ, რომ გადახედონ ამას, თორემ კატასტროფა გარდაუვალი ხდება და შეიძლება მოვიდეს ისეთი დრო, რომ სიტუაცია საერთოდ ვეღარ გააკონტროლონ“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
საფრანგეთში მაკრონის, გერმანიაში კი მერცის რეიტინგი დაბალ ნიშნულზეა. კვლევებით, ორივე ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა. სადამდე მიიყვანა ევროპული ბიუროკრატია „დიფ სთეითის“ მორჩილებამ, პოლიტიკური შეფასებები კეთდება თბილისში.
1789364473
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 14 სექტემბერს საქართველოში
14 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ბათუმში უნალექო დ...
1789363183
საზოგადოებადღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში
დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები აირჩიონ. საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა აბი...
1789362001
საზოგადოებაპატრიარქი შიო მესამე დღეს საეკლესიო ახალ წელთან დაკავშირებით პარაკლისს გადაიხდის
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით პატრიარქი შიო მესამე, სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადა...
1789332627
ახალი ამბები14 სექტემბერს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 14 სექტემბერს თბილისის ქუჩების გარკვეულ ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. დიდუბის რაიონი გადაუდებელი...
1789331594
მსოფლიოკრემლში აცხადებენ, რომ არ არის გამორიცხული, აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით მოლაპარაკებები ოქტომბერში გაიმართოს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეერთებული შტატების, რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით მოლაპარაკებები შესაძლოა, ოქტომბერში გაიმართოს. „დიახ, ჩვენ ასეთ შესაძლებ...



























