ირაკლი კობახიძე: ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს, მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც ჩვენს იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე

ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს, ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც ჩვენს იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე
, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში ღრმად შემაშფოთებელი მოვლენები ხდება.

„დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში ღრმად შემაშფოთებელ მოვლენას ვხედავთ: ლიბერალური ფაშიზმის აღზევებას ვხედავთ! აგრესიული და შეუწყნარებელი, უცხოური დაფინანსებით გავრცელებული იდეოლოგიისა და მოძრაობის სახით, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების დასუსტებას, სიძულვილის წახალისებას, გენდერული და ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობას და ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებების ნგრევას. ის თითქოს იცავს უფლებებს, მაგრამ ანადგურებს ერის უფლებას განსაზღვროს საკუთარი განვითარება; ტოლერანტობას ამოფარებული, ცდილობს განსხვავებული აზრის ჩახშობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748635650

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: პრეზიდენტი ვარ, მაგრამ ვიყავი პარლამენტის წევრი, მყავს მეგობრები და მაშინაც ვიცოდი, როგორ გეგმავდნენ გარე აქტორები აქ პროცესებს და როგორ ხდებოდა აქცენტის გადატანა სალომე ზურაბიშვილზე

„პრეზიდენტი ვარ, მაგრამ ვიყავი პარლამენტის წევრი. ვიძახდი – მყავს მეგობრები და მაქვს მათთან ურთიერთობა, რომ მათი გარე აქტორები როგორ გეგმავენ აქ პროცესებს. მათი დაგეგმილი შეიძლება, ბევრმა არც იცოდა, მ...

მიხეილ ყაველაშვილი

1748634278

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: სამწუხაროდ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ქმედება წინა ადმინისტრაციის პირობებში მოქმედებას ჰგავს და იმის გამოძახილია

„თავად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უნდა დაამარცხოს „დიფ სთეითი“ და ის თუ ვერ დაამარცხებს, დამარცხდება ამერიკა, ადმინისტრაციის შეხედულება სხვაა, ვთქვათ, რომელიმე კონგრესმენის ან სენატორის გზავნილი აბ...

მიხეილ ყაველაშვილი

1748632442

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ველოდებოდით, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგებოდა, ტრამპის წერილი და პრემიერთან სტივ დეინსის დღევანდელი შეხვედრაც ამის გამოძახილია

„ჩვენ ველოდებოდით, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგებოდა, ტრამპის წერილი და პრემიერთან სტივ დეინსის დღევანდელი შეხვედრაც ამის გამოძახილია“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ...

მიხეილ ყაველაშვილი

1748631274

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: დონალდ ტრამპის მისალოც წერილში გამოჩნდა, რომ ის მზად არის ურთიერთობებისთვის, შეიძლება ითქვას, ამ წერილით პირველი ნაბიჯები გადაიდგა

26 მაისთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის მისალოც წერილში მნიშვნელოვანი აქცენტები ჩანს. გამოჩნდა, რომ ის მზად არის ურთიერთობებისთვის და შეიძლება ითქვას, რომ ამ წერილით პირველი ნაბიჯები გადაიდგა, – ამ...

მიხეილ ყაველაშვილი

1748629545

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სარწმუნოების განმტკიცება და მისდამი ყურადღება ჩვენი ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს და მისი დაცვა საქართველოს ეროვნული ინტერესია

„მოხარული ვარ, რომ წილად მხვდა პატივი გამოვსულიყავი და სიტყვა წარმომეთქვა დღევანდელ კონფერენციაზე და საქართველოს პარლამენტის სახელით წარმომეჩინა ის განსაკუთრებული დამოკიდებულება და ურთიერთობა, რაც გაგ...

შალვა პაპუაშვილი